ტარიელ ნაკაიძე - პარლამენტის ხელფასს გადავურიცხავ იმ ადამიანებს, რომლებიც ცვლილებებისთვის იბრძვიან

“ევროპული საქართველოს” წევრი ტარიელ ნაკაიძე საპარლამენტო ხელფასს გადაურიცხავს იმ აქტივისტებს, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვიან. ამის შესახებ ტარიელ ნაკაიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ის ხელფასს მანამ აიღებს, ვიდრე პარლამენტი უფლებამოსილებას არ შეუწყვეტს.

“რამდენიმე დღის წინ მივიღე წერილი პარლამენტიდან, მთხოვდნენ, რომ გამეგზავნა ჩემი საბანკო ანგარიშები იმისთვის, რომ ჩამრიცხოდა ჩემი კუთვნილი ხელფასი, რომელიც ვთვლი, რომ წესით არ უნდა გვეკუთვნოდეს იმიტომ, რომ ჩვენ აღნიშნულთან დაკავშირებით გავაკეთეთ განცხადება და მივმართეთ წერილობით პარლამენტს, რომ შეგვიწყვიტოს უფლებამოსილებები. ვინაიდან და რადგანაც არ მოხდა პარლამენტში ამ გადაწყვეტილების მიღება გადავწყვიტე, რომ ეს ხელფასი მე მიმეღო არა იმიტომ, რომ წამეღო სახლში, არამედ იმიტომ, რომ გამეგრძელებინა უფრო მეტი პოლიტიკური ბრძოლა. ჩემი გადმოსახედიდან მე ვფიქრობ უფრო უკეთესი იქნება, რომ მათ ვინც “ქართული ოცნების”, ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში დაუღლელად შრომობს და არ აქვს საშუალება, რომ უფრო მეტად გააფართოვოს ბრძოლა, მე დავეხმარო მათ. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ეს ხელფასი მე მიმეღო, არა როგორც ჩემი ხელფასი, არამედ მიმეღო, როგორც დახმარება ადამიანებისთვის და გადავურიცხო ორგანიზაციას “მოძრაობა საქართველოსთვის”, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის. ვფიქრობ, რომ ეს არის სწორი ნაბიჯი და სანამ უფლებამოსილებას არ შემიწყვეტს პარლამენტი, მანამ მივიღემ მე ამ ხელფასს და გადავურიცხავ იმ ადამიანებს, რომლებიც ცვლილებებისთვის ბრძოლობენ. ეს არ არის ბოიკოტის დარღვევას, ბოიკოტის დარღვევა იქნებოდა თუ მე უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ პარლამენტში შეტანილ განცხადებას გამოვიტანდი”, - განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.

ამასთან, “ევროპული საქართველო” საპარლამენტო მანდატების მქონე დეპუტატების ხელფასებზე განცხადებას ავრცელებს. როგორც პარტიაში აღნიშნავენ, “ევროპული საქართველოს” წევრებს, შალვა შავგულიძეს და არმაზ ახვლედიანს საკუთარი საბანკო რეკვიზიტები არ გაუგზავნიათ პარლამენტის საფინანსო დეპარტამენტისთვის.

მათივე ცნობით, იმის გამო, რომ ელენე ხოშტარია და დავით ბაქრაძე წინა მოწვევის პარლამენტის წევრები იყვნენ, მათ ავტომატურად ჩაერიცხათ საპარლამენტო ხელფასი.

“ელენე ხოშტრიამ აღნიშნული თანხა უკან გადაუგზავნა სახელმწიფო ხაზინას, ხოლო დავით ბაქრაძემ საპარლამენტო ხელფასი წინასაახალწლო ქველმოქმედებაში ჩადო და გაჭირვებულ ოჯახებს დაეხმარა”, - აღნიშნავენ პარტიაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა