მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილება ქვეყნისთვის საკეთილდღეოდ იქნება მიღებული

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილება ჩვენი მოსახლეობის საკეთილდღეოდ იყოს.

მისივე თქმით, დადებითი გადაწყვეტილება სამართლებრივად მყარი არგუმენტი იქნება.

“ის საქმეები, რომლებიც საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ წამოიწყო სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ, ყველა საქმეში გვაქვს წარმატების ძალიან კარგი წინაპირობა და მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილი იქნება, რომელიც იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მოსახლეობისთვის საკეთილდღეო რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს უნდა გვახსოვდეს მუდმივად, რომ ამ დადებითი გადაწყვეტილებების მეშვეობით მოხდება სამართლებრივი არგუმენტების მოპოვება იმისთვის, რომ ჩვენს მთავარ მიზანთან, დეოკუპაციასთან შევიძინოთ მეტი არგუმენტი და მეტი დასაბუთების შესაძლებლობა. ეს სამართლებრივად მყარი არგუმენტი იქნება”, - განაცხადა სარჯველაძემ.

მისივე თქმით, თუკი სტრასბურგის სასამართლო რუსეთს ვალდებულებებს დააკისრებს, ეს ვალდებულებები რუსეთმა უნდა შეასრულოს.

“რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რუსეთი ვალდებულია შეასრულოს ის ვალდებულებები, რასაც მას დააკისრებს სტრასბურგის სასამართლო და დიდი იმედი მაქვს ასეთი ვალდებულებები იქნება”,- განაცხადა სარჯველაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა