ბადრი ჯაფარიძე - ცალ-ცალკე მოლაპარაკება „ქართულ ოცნებასთან“ და ისეთი შედეგის მიღწევა, რომელსაც ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა არ გაიზიარებს, კონტრპროდუქტიული იქნება

ცალ-ცალკე მოლაპარაკება „ქართულ ოცნებასთან“ და ისეთი შედეგის მიღწევა, რომელსაც არ გაიზიარებს ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა, კონტრპროდუქტიული იქნება,- ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ელჩების გარეშე „ლელოსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის არანაირი შეხვედრა არ ყოფილა და შეთანხმება კონსენსუსის საფუძველზე უნდა მოხდეს.

„ელჩების მონაწილეობით შეხვედრების სხვადახვა ფორმატები გვქონდა. იყო ინდივიდუალური შეხვედრები ელჩებთან, იყო „ქართული ოცნების“ და ელჩების მონაწილეობით შეხვედრები და ეს ყველაფერი ემსახურებოდა იმას, რომ იქნებ როგორმე მივსულიყავით მეხუთე რაუნდამდე, მაგრამ მაინც ვერ მივედით, რადგან მეხუთე რაუნდისთვის აუცილებელია, რომ იყოს მზაობა ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ამის მზაობა ამ მომენტისთვის „ქართულ ოცნებას“ არ გააჩნია, ამიტომაც გადაიდო მეხუთე რაუნდი. ჩვენ უნდა გავითავისოთ ერთი რამ, აუცილებელია, რომ შეთანხმებას, რომელსაც მივაღწევთ იზიარებდეს ოპოზიციის უმრავლესობა, ვინც ახლა მოლაპარაკების მაგიდის ირგვლივაა, იმიტომ რომ არაა სწორი, ერთი-ორი პარტიის ცალკე შეთანხმება. ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური კრიზისის გადალახვა. აუცილებელია, რომ მოლაპარაკებები, რომლებიც მიმდინარეობდა და იმედი მაქვს, რომ მომავალშიც იქნება „ქართულ ოცნებასთან“, ისეთ შედეგამდე მივიდეს, რომელსაც მაგიდის ირგვლივ მყოფი ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა გაიზიარებს. ამიტომ, ცალ-ცალკე მოლაპარაკება „ქართულ ოცნებასთან“ და ისეთი შედეგის მიღწევა, რომელსაც არ გაიზიარებს ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა, კონტრპროდუქტიული იქნება, იმ პრინციპის დამაზიანებელი, რისთვისაც ვიბრძვით, რომ მივაღწიოთ სამართლიან არჩევნებს“,-აღნიშნა მან.

იხილეთ ვიდეო: ცალ-ცალკე მოლაპარაკება „ქართულ ოცნებასთან“ და ისეთი შედეგის მიღწევა, რომელსაც ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა არ გაიზიარებს, კონტრპროდუქტიული იქნება

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა