იაგო ხვიჩია - ბატონ უგულავას, როგორც ციხეში ნაჯდომ კაცს, ასახსნელი აქვს რა მიზეზშედეგობრივი კავშირი არსებობს ხვიჩიას, მეგრელიშვილს და ვიღაცის ციხეში ჯდომას შორის

მე განსხვავებული ადამიანი ვარ და ზოგადად ცილისწამებები არ „გამდის“, მგონია, რომ ბატონ უგულავას, როგორც ციხეში ნაჯდომ კაცს, ასახსნელი აქვს რა მიზეზშედეგობრივი კავშირი არსებობს იაგო ხვიჩიას, მეგრელიშვილს და ვიღაცის ციხეში ჯდომას შორის, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრის, გიგი უგულავას საპასუხოდ განაცხადა, რომლის თქმით, ,,ზოგზოგიერთმა გვერდითი მოძრაობები დაიწყო, რამაც პოლიტპატიმრების ნაწილში დაასუსტათ“.

იაგო ხვიჩიას აზრით, ის ხალხი, რომელიც კონსტრუქციულია მოლაპარაკებებში უფრო მეტს აკეთებს პოლიტპატიმრებისთვის, ვიდრე ის ხალხი, რომლის ქმედებებიც არის დესტრუქციული და ჩაშლისკენ არის მოტივირებული.

,,ბატონი უგულავა ციხეში ნაჯდომი კაცია და მე მგონი, ის უნდა ესმოდეს, რომ სიტყვებს აქვს მნიშვნელობა და ადამიანები სიტყვებზე აგებენ პასუხს. მე განსხვავებული ადამიანი ვარ და ზოგადად ასეთი ცილისწამებები არ გამდის, მგონია, რომ ბატონ უგულავას, როგორც ციხეში ნაჯდომ კაცს ასახსნელი აქვს, რა მიზეზშედეგობრივი კავშირი არსებობს იაგო ხვიჩიას, მეგრელიშვილს და ვიღაცის ციხეში ჯდომას შორის. მე პირიქით მგონია, რომ მე ვარ ნამდვილი მებრძოლი იმ ხალხის ციხიდან გამოსახსნელად. ის ხალხი, რომელიც კონსტრუქციულია მოლაპარაკებებში, უფრო მეტს აკეთებს პოლიტპატიმრებისთვის, თუ ის ხალხი რომლის ქმედებებიც არის დესტრუქციული და ჩაშლისკენ არის მოტივირებული? ვიცით, რომ პოლიტპატიმრები გამოვლენ შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ყველა მომხრეა, რომ შეთანხმების პირველი პუნქტი იყოს პოლიტპატიმრების გამოშვება. მე უფრო მიდრეკილი ვარ შეთანხმებისკენ, უგულავა ნაკლებად, მიუხედავად იმისა, რომ ყველას გვესმის, რომ შეთანხმების არშედგომის შემთხვევაში ის ხალხი იჯდება ციხეში. როდესაც ყველას სიტყვაზე პასუხი მოეთხოვება, ქართული პოლიტიკა გაკეთილშობილდება უფრო მეტად ვიდრე დღეს“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, მეგრელიშვილის, იაგოს და იქით - იოსელიანის და ელისაშვილის მოძრაობები, აბსოლუტურად უნაყოფო მოძრაობებია, და კიდევ უფრო აშორებენ იმ დროს, როდესაც სერიოზულ საკითხებზე შეეძლებათ საუბარი.

,,მე დარწმუნებული ვარ, რომ დანარჩენი პოლიტპატიმრებიც გამოვიდოდნენ უკვე ციხიდან, მაგრამ ახლა ეს ვინაიდან გვერდითი მოძრაობები დაიწყო ზოგზოგიერთმა, ამან ობიექტურად დაგვასუსტა - არა ისე, რომ კატასტროფულად, მაგრამ დაგვასუსტა და დაგვასუსტა სწორედ პოლიტპატიმრების ნაწილში. სინამდვილეში ყველაზე ცუდად დაგვარტყეს პოლიტპატიმრების ნაწილში. ეს ნაწილი არის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, იმიტომ, რომ ეს ადამიანები ციხეში არიან ტყუილუბრალოდ. პირდაპირ შემიძლია ვთქვა მეგრელიშვილის, იაგოს და იქით იოსელიანის და ელისაშვილის მოძრაობები, რომელიც აბსოლუტურად უნაყოფო მოძრაობებია, ჩვენ კიდევ უფრო გვაშორებს იმ დროს, როდესაც შევძლებთ დავსხდეთ სერიოზულ საკითხებზე'', - აცხადებს გიგი უგულავა.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა