აღმოსავლეთის სარდლობის სამხედროებმა სოციალურად დაუცველ ოჯახებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს

თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის სამხედროებმა სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს.

უწყების ინფორმაციით, სარდლობის შტაბმა და მის დაქვემდებარებაში მყოფმა ქვეითმა, მექანიზებულმა, საარტილერიო და საინჟინრო ქვედანაყოფების სამხედროებმა ვაზიანის დასახლებაში, სოფელ გამარჯვებაში, კრწანისსა და მცხეთაში, ასევე გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში შინდისსა და ხიდისთავში მცხოვრები სოციალურად დაუცველ ოჯახებს საყოფაცხოვრებო ნივთები და საახალწლო საჩუქრები გადასცეს.

გასულ კვირას საქველმოქმედო აქცია დასავლეთის სარდლობის შტაბმა და სარდლობაში შემავალმა ქვედანაყოფებმაც ჩაატარეს. სამხედროებმა ხონის, სენაკისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს დამდეგი ახალი წელი ტკბილეულითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით მიულოცეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა