კორონავირუსის ახალი შტამი ჩინეთშიც გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შტამი ჩინეთშიც გამოვლინდა. ამ ინფორმაციას ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს. მათი თქმით, კორონავირუსის ახალი სახეობა 23 წლის ქალს დაუფიქსირდა, რომელიც გაერთიანებული სამეფოდან ჩინეთის ქალაქ შანხაიში 14 დეკემბერს ჩავიდა.

გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის ახალი სახეობა 14 დეკემბერს აღმოაჩინეს. მეცნიერები აცხადებენ, რომ ვირუსის ახალი შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა მაღალი სიკვდილიანობა არ აქვს. გაერთიანებული სამეფოს გარდა კორონავირუსის ახალი სახეობა 20-ზე მეტ ქვეყანაში გამოვლინდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა