თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა მშვიდობისმყოფელებს ახალი წელი მართვის ცენტრიდან მიულოცეს

ქართველ მშვიდობისმყოფელებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა დამდეგი ახალი წელი თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მართვის ცენტრიდან მიულოცეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და გენერალ-მაიორმა, გიორგი მათიაშვილმა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართეს.

"ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის წინაშე და გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ქართველი მშვიდობისმყოფელების წვლილი აღნიშნა, ღირსეული სამსახურისთვის მათ მადლობა გადაუხადა და მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აღუთქვა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატო-სა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში მყოფ ჯარისკაცებს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება, მათ ოჯახებს კი ბედნიერი 2021 წელი უსურვა. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მართვის ცენტრიდან ვიდეოკონფერენციის საშუალებით ჩართვა ავღანეთში რამდენიმე ლოკაციაზე - ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ქაბულში, მაზარ-ი-შარიფსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში, ბაზა „უკატექსზე“ განხორციელდა",-აცხადებენ უწყებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა