პაატა იმნაძე - იმედი მაქვს, რომ მომავალი წელი იქნება პანდემიის დედამიწაზე ბოგინის ბოლო წელი

ეს ახალი წელი არ იქნება ჩვეულებრივი ახალი წელი. ქვეყანას ჰქონდა ასეთი დიდი მსხვერპლი და ალბათ, ძალიან დიდი საზეიმო განწყობა არ შეიძლება იყოს“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

პაატა იმნაძემ მოუწოდა საზოგადოებას, ახალი წელი ქართული ტრადიციებისგან განსხვავებულად აღნიშნონ.

„წინ გველის ახალი წელი. სამწუხაროდ, ეს ახალი წელი არ იქნება ჩვეულებრივი ახალი წელი. ჯერ ერთი ქვეყანას ჰქონდა ასეთი დიდი მსხვერპლი და ალბათ, ძალიან დიდი საზეიმო განწყობა არ შეიძლება იყოს. ძალიან ბევრ ოჯახს დღეს პრობლემები აქვს ყველანაირად. აქედან გამომდინარე, ვთხოვ ჩემ თანამოქალაქეებს მაქსიმალურად ვიწრო წრეში და ძალიან დიდი ქართული ტრადიციებისგან განსხვავებით ვიწრო წრეში აღნიშნონ ეს ახალი წელი“,-განაცხადა პაატა იმნაძემ.

ამასთან, მან გამოთქვა მოლოდინი რომ 2021 წელი „პანდემიის დედამიწაზე ბოგინის ბოლო წელი იქნება“.

„იმედი მაქვს, რომ მომავალი წელი იქნება პანდემიის დედამიწაზე ბოგინის ბოლო წელი. კაცობრიობა შეძლებს, რომ პანდემია დაამარცხოს და დავუბრუნდეთ 2022 წელს ნორმალურ ცხოვრებას“, - ამბობს პაატა იმნაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა