საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საქართველოს მოსახლეობას შობა-ახალ წელს ულოცავს

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სრულიად საქართველოს შობა-ახალ წელს ულოცავს.„მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელი გლობალური პანდემიით გამოწვეული სირთულეებისა და მთელი რიგი წინააღმდეგობების წელი აღმოჩნდა, ყოველი ახალი გამოწვევა და წინაღობა კი არ გვასუსტებს, არამედ პირიქით, გვაძლიერებს და იმედს გვაძლევს, რომ მომავალში ჩვენი გეგმები და სურვილები რეალობად იქცევა! დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ქვეყანა პანდემიით გამოწვეული განსაცდელიდან გაძლიერებული გამოვა და მომავალი 2021 იქნება სწორედ წინსვლისა და განვითარების საეტაპო წელი! საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, როგორც ქართული ბიზნესის დიდი ოჯახი, მუდმივად იქნება საკუთარი წევრების გვერდით, რადგან მათი წინსვლა და წარმატება ჩვენი დიდი და საერთო ოჯახის მთავარი საზრუნავია! 2021 წელს გულითადად ვუსურვებთ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს ჯანმრთელობას, წარმატებულ საქმიანობას და ახალ მიღწევებს!“, - ნათქვამია მილოცვაში.

ისრაელის ელჩი - საქართველოს ყველა მეგობრისთვის 5 ივლისის მოვლენები აბსოლუტურად შოკისმომგვრელი იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 29.07.2021
კახა გოგოლაშვილი - როცა სტაბილიზაციისკენ მიმართული ნებისმიერი კონსტრუქცია ინგრევა, იქ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეც არსებობს
გიორგი ხვედელიანი - ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მიშელის ხელშეკრულება კი არა, ქართველი ხალხის ნება გადაწყვეტს
კომპანია "იორკ თაუერსმა" დავით ტურაშვილთან ერთად ახალი კამპანია წამოიწყო
"სამსუნგის" Bespoke მაცივარი - შექმნილია შენთვის, შენ მიერ (R)
GIZ-ის მხარდაჭერით დაგეგმილია გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობა თანამედროვე მონიტორინგული სისტემების დანერგვის პროცესში
„ნიკოს ეზო“ და „ფარდაგები რაჭიდან“ - Social Impact Award-ის ფინალისტები საგანმანათლებლო სფეროდან