„აიპლიუსი“ მომხმარებლებს უფასო მიწოდების სერვისს სთავაზობს

Apple-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში „აიპლიუსი" მომხმარებლებს გამარტივებულ სერვისს და მორგებულ სიახლეებს სთავაზობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" კომპანია „აიპლიუსიდან" აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში გავრცელებული კორონავირუსის ეპიდემიის და შეზღუდვების გამო, მაღაზია დროებით, 3 იანვრიდან ონლაინ რეჟიმში მუშაობაზე გადადის. „აიპლიუსის" ცნობით, კომპანია მზად არის მომხმარებლებს უფასო მიტანის სერვისი შესთავაზოს.

„მომხმარებლების თხოვნის და დიდი ინტერესის გამო, ადგილზე მიტანის სერვისით შეუძლიათ ისარგებლონ ნებისმიერი პროდუქციის (iPhone, Samsung, Xiaomi, Console, JBL, GoPro, ორიგინალი აქსესუარები) შეძენისას. ჩვენი კურიერი კი 30 წუთის განმავლობაში ნივთს უფასოდ მიუტანს. საკურიერო სერვისით სარგებლობა შესაძლებელია თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში", - აცხადებს „აიპლიუსის" მენეჯერი გიორგი ჩიხრაძე.

შეკვეთის გაკეთება შესაძლებელია, როგორც საიტზე - www.iPlus.Ge, ასევე სატელეფონი რეჟიმში 2 19 60 60 და Messanger მიმოწერაში. გარდა Online შეძენისა, ექსლუზიურად „აიპლიუსის" მომხმარებლებს შეუძლიათ Online განვადებით ისარგებლონ „თიბისი" და „სფეის ბანკთან".

„ტექნიკის შეძენასთან ერთად, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სერვისები. პროგრამული და ტექნიკური მომსახურებით ძალიან ბევრი ადამიანია დაინტერესებული. ჩვენ უკვე ერთი წელია გვაქვს პროექტი „კაცი გამოძახებით", სადაც ჩვენი პროგრამისტების და ტექნიკოსების ჯგუფი ადგილზე ემსახურებიან მომხმარებლებს. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია მათი გამოძახება სპეციალური დამცავი ეკიპირებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა