აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად კვლავ ნენსი პელოსი აირჩიეს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად ნენსი პელოსი ხელახლა აირჩიეს,- ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, პელოსის სასარგებლოდ 216 კანონმდებელმა მისცა ხმა, წინააღმდეგი კი 209 წავიდა. აღსანიშნავია, რომ მას მხარი წარმომადგენელთა პალატის ხუთმა „დემოკრატმა“ წევრმა არ დაუჭირა.

სიტყვით გამოსვლისას ნენსი პელოსიმ აღნიშნა, რომ კონგრესს მუშაობა განსაკუთრებით რთულ პერიოდში მოუწევს.

„ახალ კონგრეს განსაკუთრებული სირთულის დროს ვიწყებთ: ჩვენი ერის განკურნების დრო დადგა. ჩვენი ყველაზე გადაუდებელი პრიორიტეტი კორონავირუსის დამარცხება იქნება და ჩვენ მას დავამარცხებთ,” - აღნიშნა სპიკერმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა