ფრიდონ ინჯიას განცხადებით, „პატრიოტთა ალიანსში“  ყოფნისას, 5 წლის განმავლობაში, 150 ათას ლარამდე დახარჯა

შაბათს დავაფუძნებთ ჩვენს პარტიას, ის უნდა იყოს ყველასთვის მიმზიდველი, მათ შორის, „ქართული ოცნებისთვის“ და „ნაციონალური მოძრაობისთვის“, - ამის შესახებ პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის" პარტიული სიით შესულმა დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

მისივე თქმით, პარტია „ევროპელი სოციალისტების“ წევრები პოლიტიკაში“სუფთა ხელებით“ მოდიან.

„ ჩვენ სიაში ვიყავით, ვმუშაობდით ამომრჩევლებთან იმისთვის, რომ ვყოფილიყავით პარლამენტის წევრები. მე მაშინვე განვაცხადე, რომ მქონდეს საშუალება, შევალ პარტიაში. რაც არ უნდა იყოს, ამომრჩეველს პატივი უნდა ვცეთ, რადგანაც, „პატრიოტთა ალიანსის“ ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ თუ ფრიდონ ინჯია მონაწილეობას მიიღებს მეათე მოწვევის პარლამენტში, პარტია უნდა დატოვოსო და დავტოვე. ამან განაპირობა ის, რომ გადავწყვიტე კოლეგებთან ერთად შეგვექმნა პარტია „ევროპელი სოციალისტები“, ჩვენ შაბათს დავაფუძნებთ ჩვენს პარტიას. ის უნდა იყოს მიმზიდველი ყველასთვის, მათ შორის, „ქართული ოცნებისთვის“ და „ნაციონალური მოძრაობისთვის“, ვისაც ჩვენი ქვეყანა უყვარს. ჩვენ ვინც ვაფუძნებთ, სუფთა ხელებით მოვდივართ, არ ვართ ისეთი რომ ერთი პარტია შევქმენით, მეორე, მესამე და მეოთხე“,-აცხადებს ინჯია.

მისივე თქმით, 30 წლის განმავლობაში გარკვეული დოზით ყველა არჩევნები გაყალბებული იყო.

„ამ შემთხვევაში არის გარკვეული ნაწილი, რომელიც გაყალბდა. ეს ის ნაწილია, რომელიც ჩემი აზრით, გადამწყვეტი არ არის იმისთვის, რომ იყოს ხელახალი არჩევნები“, -განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

მისივე განცხადებით, პარტია „პატრიოტთა ალიანსში“ ყოფნისას, მან 5 წლის განმავლობაში 150 ათას ლარამდე დახარჯა.

„ის ათეული ათასი ლარი, რაც დავხარჯე ამ ხუთი წლის განმავლობაში დეკლარირებულია, პირადად რაც მე დავხარჯე პარტიაში, არ იქნება 150 ათას ლარზე მეტი“, -აცხადებს ინჯია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა