დავით კირკიტაძე - ჩვენთან გამოვრიცხავ იმ პროცესების განვითარებას, რაც „პატრიოტთა ალიანსში“ მოხდა

გამოვრიცხავ იმ პროცესების განვითარებას ჩვენთან, რაც „პატრიოტთა ალიანსში“ მოხდა“,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით კირკიტაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, არსებობს თუ არა ბლოკში აზრთა სხვადასხვაობა პარლამენტში შესვლაზე.

დავით კირკიტაძის თქმით, პარტიაში ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება რომ ამ მოცემულობით „გაყალბებული არჩევნებით“ პარლამენტში არ შევლენ.

„ გადაჭრით გეტყვით, გამოვრიცხავ იმ პროცესების განვითარებას ჩვენთან, რაც „პატრიოტთა ალიანსში“ მოხდა. ჩვენ როდესაც ამ განცხადებას ვაკეთებდით, ბლოკის საბჭოსთან იყო შეხვედრა, პოლიტიკური სუბიექტები იგივე აზრზე არიან, რომ ყველამ ერთად უნდა შევასრულოთ საქართველოს მოქალაქის დაკვეთა“,-განაცხადა კირკიტაძემ.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა გახდეს პარტიის საარჩევნო სია განხეთქილების საბაბი, კირკიტაძე დასძენს, „ეს სია ყველასთვის მოსაწონი ვერ იქნება, ისე როგორც ვერცერთი სია დედამიწის ზურგზე“.

„ნაციონალური მოძრაობა“ წარმოდგენილი იყო ბლოკის სახით, სადაც შედიოდა სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტი, ადამიანები, რომელთა მოსაზრებები დაემთხვა „ნაციონალური მოძრაობის“ მოსაზრებებს. ბუნებრივია, ეს სია ყველასთვის მოსაწონი ვერ იქნება, ისე როგორც ვერცერთი სია დედამიწის ზურგზე. მეც და ბევრიც ცდილობდნენ უფრო უკეთესს, რა თქმა უნდა, უნდა გვქონდეს მცდელობა, რაც შეიძლება უფრო პროგრესული, ნათელი წარმოდგენებით წარვდგეთ ამომრჩევლის წინაშე. რა თქმა უნდა „ნაციონალური მოძრაობა“ დიდია, აზრთა სხვადასხვაობა მუდმივად არის. თუმცა, ისეთ საკითხზე, როგორიც არის ძალიან მნიშვნელოვანი და გადის წითელი ხაზი, იქ „ნაციონალური მოძრაობამ“ არაერთხელ აჩვენა, რომ ერთანი და მტკიცეა“,- განაცხადა კირკიტაძემ.

ამასთან, კირკიტაძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალი პოლიტიკური გუნდი იქნება.

„ახალ თავმჯდომარესთან ერთად, ახალი პოლიტიკური გუნდი იქნება. ამის პრეზენტაცია იანვრის ბოლოს იქნება“, -განაცხადა კირკიტაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა