რელიგიის საკითხთა სააგენტო მართლმადიდებელ ეკლესიას და მრევლს ქრისტეშობის დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მართლმადიდებელ ეკლესიას და მრევლს ქრისტეშობის დღესასწაულს ულოცავს.

„ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგია გაიმართა, რომელსაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე უძღვებოდა. საშობაო ლიტურგიას დაესწრნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე და თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი უკლება.

შობა ქრისტიანთათვის უდიდესი დღესასწაულია, ამ დღეს ქალაქ ბეთლემში იშვა მაცხოვარი - იესო ქრისტე, რაც ახალი ცივილიზაციის დასაწყისია. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ქრისტეშობის დღესასწაულს გილოცავთ მართლმადიდებელ ქრისტიანებს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს, მშვიდობას, ერთობას და წარმატებებს გისურვებთ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს