წარმომადგენლობითი პალატის წევრი - დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის დასაწყებად მუხლები  მზადდება

ვაშინგტონში დაწყებულ პროტესტთან დაკავშირებით, ამერიკის წარმომადგენლობითი პალატის „დემოკრატი“ წევრის ილჰან ომარის განცხადებით, მზადდება მუხლები შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის დასაწყებად.

„ვიწყებ მუხლების მომზადებას იმპიჩმენტის გამოცხადებასთან დაკავშირებით. დონალდ ტრამპი უნდა გადააყენოს წარმომადგენელთა პალატამ და ამერიკის სენატმა გააძევოს ოფისიდან. ჩვენ ვერ მივცემთ მას საშუალებას, დარჩეს თანამდებობაზე. ეს არის ჩვენი რესპუბლიკის შენარჩუნების საკითხი და ჩვენ უნდა შევასრულოთ ჩვენი ფიცი“, - წერს „ტვიტერში“ ილჰამ ომარი.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა. სესიაზე ამომრჩეველთა კოლეგიის ხმის მიცემის შედეგები უნდა დაემტკიცებინათ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა