დონალდ ტრამპი მხარდამჭერებს - მესმის თქვენი ტკივილი, ვიცი რასაც გრძნობთ, მაგრამ წადით სახლში მშვიდობიანად

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მხარდამჭერებისთვის ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც მათ სახლში მშვიდობიანად წასვლას სთხოვს.

„მე მესმის თქვენი ტკივილი, მესმის თქვენი წყენა. ჩვენ გვქონდა არჩევნები, რომელიც მოგვპარეს. ჩვენ დიდი უპირატესობით გავიმარჯვეთ არჩევნებში და ეს ყველამ იცის, განსაკუთრებით კი მეორე მხარემ, მაგრამ სახლში უნდა წახვიდეთ. ჩვენ უნდა გვქონდეს მშვიდობა. ჩვენ უნდა გვქონდეს კანონი და წესრიგი. ჩვენ არ გვინდა, რომ ვინმე დაშავდეს. ეს ძალიან რთული პერიოდია. არასდროს მომხდარა ასეთი რამ. ეს იყო გაყალბებული არჩევნები, მაგრამ მათ წისქვილზე წყალი არ უნდა დავასხათ, ჩვენ უნდა გვქონდეს მშვიდობა. ასე, რომ წადით სახლში. ჩვენ თქვენ გვიყვარხართ, თქვენ განსაკუთრებული ხართ. ხედავთ რა ხდება. ხედავთ, სხვებს როგორ ექცევიან. ვიცი რასაც გრძნობთ, მაგრამ წადით სახლში და წადით მშვიდობიანად“ - აცხადებს ტრამპი.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა. სესიაზე ამომრჩეველთა კოლეგიის ხმის მიცემის შედეგები უნდა დაემტკიცებინათ.

იხილეთ ვიდეო:ვთხოვ ყველას აშშ-ის კაპიტოლიუმში, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე, არავითარი ძალადობა! - დონალდ ტრამპი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა