გიგა ბოკერია - მინდა დავამშვიდო ის, ვინც გულწრფელად ღელავს, აშშ-ში დემოკრატიული ტრადიცია და ინსტიტუტები იმდენად ძლიერია, რომ ლიბერალურ დემოკრატიას საფრთხე არ ემუქრება

მინდა დავამშვიდო ის, ვინც გულწრფელად ღელავს, აშშ-ში დემოკრატიული ტრადიცია და ინსტიტუტები იმდენად ძლიერია, რომ ლიბერალურ დემოკრატიას საფრთხე არ ემუქრება,- ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, ამერიკის შეერთებულ შტატებში განვითარებულ მოვლენებს.

გიგა ბოკერიას განცხადებით, აშშ თავისუფალი სამყაროს ლიდერია.

„მინდა გამოვეხმაურო იმ ნებით თუ უნებლიედ, სიბრიყვით, ნიანგის ცრემლებით თუ გულწრფელი განცდების გამო, აღელვებულ იმ ხალხს, ვინც ამ პუტინის პროპაგანდას და შავრაზმულ პროპაგანდას არის აყოლილი. მინდა დავამშვიდო ის, ვინც გულწრფელად ღელავს, რომ შეერთებული შტატები არის თავისუფალი სამყაროს ლიდერი. დემოკრატიული ტრადიცია და ინსტიტუტები ამერიკის შეერთებულ შტატებში იმდენად ძლიერია, რომ ლიბერალურ დემოკრატიას საფრთხე არ ემუქრება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის დარჩება თავისუფალი სამყაროს ლიდერად და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დარჩება ყველა შემთხვევაში საქართველოს, ქართველი ხალხისა და თავისუფლების მხარდამჭერად“, - განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობაზე განხორციელებულ თავდასხმას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. თავდასხმის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა კი, 15 დღით გახანგრძლივდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში განვითარებული მოვლენები „ამბოხად“ შეაფასა ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. პრეზიდენტ ტრამპს კი, მკაცრად აკრიტიკებენ აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტები. როგორც ბარაქ ობამა აცხადებს, ისტორია კაპიტოლიუმში მომხდარ ძალადობას სამართლიანად დაიმახსოვრებს, როგორც აშშ-ს დიდი სირცხვილისა და სახელის გატეხვის მომენტს. ჯორჯ ბუში კი ამბობს, რომ არჩევნების შედეგებს ასე ბანანის რესპუბლიკაში აპროტესტებენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა