ხათუნა ბურკაძე - დონალდ ტრამპს პირველ ეტაპზე დაბალანსებული განცხადებები რომ გაეკეთებინა, ეს ამ ვითარებას თავიდან აგვარიდებდა - ამერიკულმა დემოკრატიამ სისტემის მედეგობა აჩვენა

დონალდ ტრამპს, როგორც ლიდერს, პირველ ეტაპზე დაბალანსებული განცხადებები რომ გაეკეთებინა, ეს ამ ვითარებას თავიდან აგვარიდებდა, მაგრამ, ხაზს ვუსვამ იმას, რომ ამერიკულმა დემოკრატიამ აჩვენა სისტემის მედეგობა, - ასე აფასებს „ჯეოქეისის" მკვლევარი ხათუნა ბურკაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში განვითარებულ მოვლენებს „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „დღის ნიუსრუმში“.

როგორც ხათუნა ბურკაძე აღნიშნავს, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ამერიკული სახელმწიფო ინსტიტუტები მდგრადია და სტაბილური.

„მიუხედავად რთული ვითარებისა, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიქმნა, მყისიერი რეაგირების მეშვეობით შესაძლებელი იქნა სიტუაციის მართვა. სწორედ სახელმწიფო ინსტიტუტებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ ამერიკული სახელმწიფო ინსტიტუტები მდგრადია, სტაბილური და მათ შესწევთ უნარი გაუმკლავდნენ მსგავსი ტიპის გამოწვევებს.

რაც შეეხება მიზეზებს, ბუნებრივია, როდესაც ვსაუბრობთ დემოკრატიის პრინციპებზე, დემოკრატიის ანა-ბანა არის მშვიდობიან ფორმატში საკითხების მოგვარება და მოწესრიგება, შესაბამისად, სამწუხარო რეალობა გახლდათ ის, რომ გარკვეულწილად პრობლემური გახდა იმ შედეგების აღიარება, რაც არის ამერიკელი ამომრჩევლის ნება. ეს პროცესი მშვიდობიანად რომ დასრულებულიყო, ამისთვის საჭირო გახდა უპირველეს ყოვლისა მარცხის აღიარება.

დონალდ ტრამპს, როგორც ლიდერს, პირველ ეტაპზე დაბალანსებული განცხადებები რომ გაეკეთებინა, ეს ამ ვითარებას თავიდან აგვარიდებდა, მაგრამ, ასევე ხაზს ვუსვამ იმას, რომ ამერიკულმა დემოკრატიამ აჩვენა სისტემის მედეგობა, მიუხედავად იმისა, რომ ლიდერმა ვერ განჭვრიტა გარკვეული საკითხები ისე, როგორც უნდა განეჭვრიტა, სისტემამ ეს შეაკავა“,-აცხადებს ბურკაძე.

ამასთან, როგორც ხათუნა ბურკაძე აღნიშნავს, ამერიკის შეერთებულ შტატებში განვითარებული მოვლენები ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე გავლენას ვერ იქონიებს, უფრო მეტიც, ჯოზეფ ბაიდენის თეთრ სახლში შესვლა ამერიკის გლობალურ როლს უფრო გამოკვეთს.

„ეს ამერიკის შეერთებული შტატების საშინაო პოლიტიკაა, რაც გავლენას არ იქონიებს ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაზე, მით უფრო იმ ფონზე, რომ ამერიკამ მყისიერი რეაგირება მოახდინა. მეტიც, მჯერა, რომ ჯოზეფ ბაიდენის თეთრ სახლში მისვლა ხელს შეუწყობს ამერიკის გლობალური როლის კიდევ უფრო გამოკვეთას.

ბაიდენი არის ფიგურა, რომელსაც პოლიტიკაში თითქმის 50 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. ამერიკა ისევ ის ამერიკა იქნება. ბაიდენს ყოველთვის ჰქონდა და აქვს პრინციპული დამოკიდებულება რუსეთზე“, - განაცხადა ბურკაძემ.

ბურკაძემ ბაიდენის გუნდზეც ისაუბრა. როგორც ის აცხადებს, არსებობს იმის მოლოდინი, რომ ბაიდენის გუნდმა, ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობებში პოზიტიური ცვლილებები მოიტანოს.

„დავაკვირდეთ როგორი იქნება ჯოზეფ ბაიდენის გუნდი. მან დაასახელა მთავარ დიპლომატად ენტონი ბლინკენი, რომელიც ძალიან კარგად იცნობს საქართველოს, პრინციპული პოზიცია აქვს რუსეთზე. მეტიც, მის გუნდში იქნება ვიქტორია ნულანდი, მას პირადად ვიცნობ, მქონდა შესაძლებლობა ჰარვარდში გამეცნო, ძალიან გამოცდილი დიპლომატია. მისი გამოცდილება და გუნდი გვაძლევს შესაძლებლობას, რომ პოზიტიური ცვლილებები იქნება“,-აცხადებს ბურკაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა