ჩინეთმა საკუთარი ვაქცინით 9 მილიონამდე მოქალაქე აცრა

ჩინეთმა, საკუთარი ვაქცინის გამოყენებით, 9 მილიონამდე მოქალაქე აცრა, აქედან 7 მილიონზე მეტს ვაქცინაცია 15 დეკემბრიდან დღემდე ჩაუტარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ჩინეთმა კომპანია Sinopharm-ის მიერ შექმნილი ვაქცინის ფართოდ გამოყენების ნებართვა დეკემბრის ბოლოს გასცა, თუმცა, იმ დროისთვის, საგანგებოდ გამოყენების პროგრამის ფარგლებში, მაღალი რისკის ჯგუფში შემავალი ადამიანების აცრა სამი ჩინური ვაქცინის გამოყენებით უკვე დაწყებული იყო.

კომპანია Sinopharm-ის მტკიცებით, მათი ვაქცინის ეფექტურობა 79.34%-ია. კორონავირუსისგან დაცვისთვის საჭირო იმუნიტეტის გამოსამუშავებლად ვაქცინის 2 დოზაა საჭირო. ჩინეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ვაქცინაცია მოსახლობისთვის უფასოა.

იხილეთ ვიდეო:ჩინეთმა საკუთარი ვაქცინით 9 მილიონამდე მოქალაქე აცრა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა