"ევროპელი სოციალისტების" პარტიის თავმჯდომარედ ფრიდონ ინჯია აირჩიეს

"ევროპელი სოციალისტები"- ამ სახელწოდებით პოლიტიკური პარტიის სადამფუძნებლო ყრილობა მიმდინარეობს. პარტიის თავმჯდომარედ ფრიდონ ინჯია აირჩიეს.

როგორც ფრიდონ ინჯიამ ყრილობაზე განაცხადა, პარტიის მთავარი მიზანია ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების გამყარება, ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა და ამავდროულად, მეზობელ სახელმწიფოებთან კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარება.

"წარმოდგენილი პარტიის ბირთვი ის პიროვნებები არიან, რომლებმაც შრომის და საქმის ფასი იციან. ისინი შეებრძოლებიან უსამართლობას და გაუმარჯვიათ კიდეც. სწორედ ეს მაძლევს იმის იმედს, რომ ჩვენი პარტია იქნება განსხვავებული, სხვა პარტიებისგან. ჩვენი პარტიის მიზანი, პირველ რიგში იქნება მოსახლეობის ინტერესების დაცვა, ქვეყნის ტერიტორიის აღდგენა, სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების მშენებლობა, ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის გაზრდის ხელშეწყობა, სოციალურ ეკონომოკური პრობლემების გადაჭრა, საქართველოს ევროატლანტიკური მიმართულების მხარდაჭერა და მეზობელ სახელმწიფოებთან კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარება და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფა", - განახადა ინჯიამ.

მისი თქმით, ასევე კრიტიკულები იქნებიან სასამართლო ხელისუფლების მიმართაც.

იხილეთ ვიდეო:"ევროპელი სოციალისტების" პარტიის თავმჯდომარედ ფრიდონ ინჯია აირჩიეს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა