32-ე ბატალიონის მეოთხე ნაკადი ავღანეთში გაემგზავრა

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საერთაშორისო სამშვიდობო მისიის შესრულების მიზნით, საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის 32-ე ქვეითი ბატალიონის პირადი შემადგენლობის გადასროლა გრძელდება. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

„ამჯერად, ავღანეთში ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეების მეოთხე ნაკადი გაემგზავრა. ქართველი მშვიდობისმყოფელები ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას 6 თვის განმავლობაში ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში შეასრულებენ. ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა იქნება. უახლოეს დღეებში როტაცია დასრულდება და 32-ე ბატალიონი უფლებამოსილებას მე-13 ბატალიონისგან სრულად გადაიბარებს. III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის (RSM) გადასროლისწინა მომზადების დასკვნითი და ოთხთვიანი ინტენსიური მომზადების ყველა სხვა ეტაპი საქართველოში გაიარა. 32-ე ბატალიონი მეორე ქართული ქვედანაყოფია, რომელსაც მისიაში გამგზავრებამდე გადასროლისწინა მომზადების დასკვნითი ეტაპი გერმანიის ნაცვლად, საქართველოში ჩაუტარდა. აშშ-ის ევროპული სარდლობის წარმომადგენლებმა ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მომზადების დონეს მაღალი შეფასება მისცეს“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:32-ე ბატალიონის მეოთხე ეტაპი ავღანეთში გაემგზავრა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა