სოფელ ვალეს ღვთისმშობლის შობის კათოლიკურ ეკლესიაში ნათლისღების ლიტურგია გაიმართა

დღეს, სოფელ ვალეს ღვთისმშობლის შობის კათოლიკურ ეკლესიაში ნათლისღების ლიტურგია გაიმართა, რომელსაც ტაძრის მოძღვარი, მამა მიხეილ სურმავა უძღვებოდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს” რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს, საზეიმო წირვას ვატიკანის ელჩი საქართველოში, არქიეპისკოპოსი ჟოზე აველინო ბეტანკური და რელიგიის სააგენტოს სამცხე- ჯავახეთის კოორდინატორი, ელვარდ ზაზაძე ესწრებოდნენ.

მათივე ცნობით, ლიტურგიის დასრულების შემდგომ, ტაძრის მოძღვარმა მადლობა გადაუხადა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თანადგომისა და ყურადღებისთვის, რომელსაც იგი კათოლიკური ეკლესიის მიმართ იჩენს, კერძოდ - covid-19-ით გამოწვეული პრობლემების მოგვარების თვალსაზრისით. ვატიკანის ელჩმა საქართველოში, ბატონმა ბეტანკურმა, სიტყვით მიმართა მრევლს, მიულოცა დღესასწაული, ასევე, ხაზი გაუსვა რელიგიის სააგენტოს მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა სამცხე- ჯავახეთის კოორდინატორს, ელვარდ ზაზაძეს იმ თანადგომისათვის, რომელსაც იგი იჩენს კათოლიკური ეკლესიისა და მრევლის მიმართ.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რელიგიის სააგენტოს კოორდინატორმა სამცხე-ჯავახეთში, ელვარდ ზაზაძემ, ნათლისღება მიულოცა სასულიერო პირებსა და ტაძარში მყოფ მრევლს და ასევე, ვატიკანის ელჩმა რელიგიის სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის კოორდინატორი სადილზე მიიწვია.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს