იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ქსნის, რუსთავის და გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში კორონავირუსი 4 პატიმარს დაუდასტურდა

იუსტიციის მინისტრის, გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, PCR ტესტირების შედეგად, კორონავირუსი 4 პატიმარს დაუდასტურდა, ორი მათგანი არის ქსნის პენიტენციური დაწესებულის მსჯავრდებული, ერთი არის რუსთავის №17 დაწესებულების და ერთი გლდანის №8 დაწესებულების. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განმარტა, პროტოკოლის მიხედვით, ოთხივე შემთხვევაში კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს.

მან ასევე აღნიშნა, რომ ჯამში სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში 30-მდე ინფიცირებულია დადგენილი.

„სიმპტომების იდენტიფიციერბის შედეგად, სამოქალაქო სექტორის კლინიკაში PCR ტესტირების შედეგად, კოვიდი 4 პატიმარს დაუდასტურდა, ორი მათგანი არის ქსნის პენიტენციური დაწესებულის მსჯავრდებული, ერთი არის რუსთავის №17 დაწესებულების და ერთი გლდანის მერვე დაწესებულების“,-განაცხადა ლორთქიფანიძემ.

მან აღნიშნა, რომ PCR ტესტირება ჩატარებულია 4 დაწესებულებაში და ქალთა პენიტენციური დაწესებულების გარდა, ვირუსის შემთხვევები არსად დაფიქსირებულა.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დღეისთვის ვირუსის კონტროლი სრულად არის მართული და კონტროლს ექვემდებარება. ახალი ეტაპიდან გამომდინარე, როგორც კი პირველი სიმპტომები გამოვლინდა, ჩვენ დავიწყეთ ყველა დაწესებულების ინტენსიური ტესტირება, ინფიცირებული პატიმრების გამოვლენა, იზოლირება და მკურნალობა. ამას სისტემური ხასიათი აქვს და ახლაც გრძელდება. მაგალითად, დღეის მდგომარეობით, PCR ტესტირება ჩატარებულია 4 დაწესებულებაში, ეს არის არასრულწლოვანთა, ქალთა, ბათუმის, გეგუთის დაწესებულებებში“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.

მანვე აღნიშნა, რომ გეგუთის ციხეში ვირუსი არ გამოვლენილა. გოჩა ლორთქიფანიძემ დაწესებულებაში ინფიცირებულთა შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.

„გეგუთში 763 ტესტიდან ყველა უარყოფითია. ეს მაგალითი კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ არ შეიძლება გადაუმოწმებელი და დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელება“,-განაცხადა ლორთქიფანიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად ინტენსიური ტესტირება გრძელდება №2 ქუთაისის დაწესებულებაში, სადაც ბრალდებულ-მსჯავრდებულებს PCR ტესტირება უტარდებათ.

იხილეთ ვიდეო:ქსნის, რუსთავის და გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში კორონავირუსი 4 პატიმარს დაუდასტურდა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა