არჩილ თალაკვაძე - თუ ოპოზიციას დღეს არაფორმალური მმართველი ჰყავს, ეს პირველ რიგში არის მიხეილ სააკაშვილი

თუ ოპოზიციას დღეს არაფორმალური მმართველი ჰყავს, ეს პირველ რიგში, არის მიხეილ სააკაშვილი და ის წაგებული დეპუტატები, რომლებსაც მანდატები არ აქვთ და მადატებს უხევენ იმ დეპუტატებს, ვინც საზოგადოებამ აირჩია და პარლამენტში არ შემოდიან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, ყრილობა პარტიის ახალ თავმჯდომარეს აირჩევს და პოლიტსაბჭოც განახლდება.

„თუ არაფორმალური მმართველობის მაგალითი გინდათ, ეს არის კლასიკური მაგალითი, როდესაც სხვა ქვეყნიდან უკანონო ჩარევით ადამიანი მართავს რადიკალურ ოპოზიციას და მეორე, როდესაც უმანდატო პოლიტიკოსები მანდატიან პოლიტიკოსებს უხევენ მანდატებს. ამაზე მეტი არაფორმალიზმი რა გნებავთ. ბატონი ბიძინა ივანიშვილი გახლდათ ფორმალურ პოზიციაზე, ის სრულად ლეტიმურ პოზიციაზე იყო იმისთვის, რომ მმართველობის პროცესში მონაწილეობა მიეღო. ის ტოვებს თანამდებობას. შესაბამისად, უკვე კანონმდებლობის თანახმად და იმ დებულების თანხმად, რაც პარტიას აქვს, მოხდება ყრილობის მიერ ახალი თავმჯდომარს არჩევა, პოლიტსაბჭოს განახლება და ჩვენ ამ რეჟიმში განვაგრძობთ პარტიის მართვას“,-განაცხადა თალაკვაძემ.

მან აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილს თანამდებობის დატოვებამდე გუნდთან კონსულტაციები ჰქონდა.

არჩილ თალაკვაძემ ასევე განაცხადა, რომ ივანიშვილმა ქველმოქმედებაში 3 მილიარდ დოლარამდე დახარჯა.

ბიძინა ივანიშვილმა 3 მილიარდ დოლარამდე ქველმოქმედება განახორციელა ამ წლების მანძილზე და ეს ფული მოახმარა საკუთარ სამშობლოს და საქართველოს მოქალაქეებს. კულტურულ-საგანმანათლებო, სამეცნიერო, კულტურულ პროექტებს“,-განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდანაც მიდის.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა