12 იანვარს, 11:00 საათზე, მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.
12 იანვარს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას" პრესკლუბში ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე, მირიან ხოსიტაშვილი და შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ-კანცლერი, რუსუდან თევზაძე პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: ინიციატივა სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით და მიმართვა მოქალაქეებს.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57
საკონტაქტო: 593 53 45 24
12 იანვარს, 11:00 საათზე აკაკი კობალაძის და აკაკი ხუსკივაძის განმარტებითი სპეც-ბრიფინგი გაიმართება.
თემა: ირაკლი კობახიძის მიერ 11.01.2021 -ში არჩევნების გადათვლის, საპარლამენტო კომისიის შექმნისა და ელექტრონული ხმის მიცემის საკითხებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება.
მის: არაყიშვილის ქ. #3; სართული 4
12 იანვარს, 11:30 საათზე, სამედიცინო ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე „მედიაცენტრ მთავარში" პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის კომპლექსური ექსპერტიზის შედეგები.
მის: გალის ქუჩა #1.
საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565
12 იანვარს, 13:00 საათზე, საპროკურორო საბჭოს სხდომა ჩატარდება, რომელზეც საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საბჭოს საქართველოს პროკურატურის 2020 წლის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს.
12 იანვარს, 14:00 საათზე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)