ირაკლი შოთაძე - 2020 წლის მიღწევები პროფესიონალი და მოტივირებული თანამშრომლების დაუღალავი შრომის შედეგია

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას, საქართველოს პროკურატურის გუნდზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ის მიღწევები, რასაც უწყებამ 2020 წელს მიაღწია, პროფესიონალი და მოტივირებული თანამშრომლების დაუღალავი შრომის შედეგია.

„ის შედეგები და მიღწევები, რომლებზეც დღეს ვისაუბრე არ იქნებოდა, რომ არა გამორჩეულად პროფესიონალი და მოტივირებული თანამშრომლებით დაკომპლექტებული საქართველოს პროკურატურის გუნდი, რომელიც თავდაუზოგავი შრომისა და მონდომების ფასად ახერხებს ღირსეულად გაართვას თავი დანაშაულთან ბრძოლის ურთულეს გამოწვევებს, რომელიც ჩვენი პროფესიის განუყოფელი ნაწილია. მსურს, თითოეულ მათგანს უდიდესი მადლობა გადავუხადო წარმატებული საქმიანობისთვის“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა საპროკურორო საბჭოს საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2020 წლის ანგარიში წარუდგინა. ანგარიშში ასახულია უწყების საქმიანობის სტატისტიკური და ანალიტიკური მიმოხილვა, განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკა და სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები, ასევე უწყების სამომავლო გეგმები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა