დავით ზალკალიანი - დარწმუნებული ვარ, ისტორია და ქართველი ხალხი სათანადოდ დააფასებს ბიძინა ივანიშვილის ღვაწლს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ამოცანა, რაც ბიძინა ივანიშვილმა დაისახა პოლიტიკაში მოსვლით - ხელი შეეწყო საქართველოს ევროპულ დემოკრატიად ფორმირებისთვის, კვლავ რჩება მის მთავარ მისწრაფებად.

ამ განცხადებით დავით ზალკალიანი გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას პოლიტიკიდან წასვლისა და ქონების დიდი ნაწილის საქველმოქმედო ფონდ „ქართუსთვის“ გადაცემის თაობაზე.

მისივე თქმით, ივანიშვილის ეს ნაბიჯი ქვეყნის მდგრად დემოკრატიულ განვითარებას ემსახურება.

ბიძინა ივანიშვილი თავისი განვლილი ცხოვრების ყველა ეტაპზე საკუთარი საქმით ადასტურებდა, რომ იგი ჩვენი დროისა და ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი ქველმოქმედია. იგი, როგორც პოლიტიკაში მოსვლამდე, ასევე მას მერეც აგრძელებდა საკუთარი ქვეყნის და საზოგადოების უანგარო დახმარებას. ქველმოქმედების ის მასშტაბები, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება, მართლაც უპრეცედენტოა, ისევე როგორც მსოფლიო ქველმოქმედების ისტორიაში, ძნელად მოიძებნება მისი ბოლოდროინდელი გადაწყვეტილების მაგალითი - როდესაც პიროვნება საკუთარი ქონების დაახლოებით 95 %-ს საქველმოქმედო ფონდს, ანუ საკუთარ ხალხს და ქვეყანას უტოვებს. ბიძინა ივანიშვილის ეს ნაბიჯი სწორედ რომ ემსახურება ჩვენი ქვეყნის მდგრად დემოკრატიულ განვითარებას და კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ პოლიტიკიდან წასვლის შემდეგაც იგი ზრუნავს საკუთარ ქვეყანასა და ხალხზე და ის ამოცანა, რაც მან დაისახა პოლიტიკაში მოსვლით - ხელი შეეწყო საქართველოს ევროპული დემოკრატიად ფორმირებისთვის, კვლავ რჩება მის მთავარ მისწრაფებად. „ბიძინა ივანიშვილის ნაბიჯი მნიშვნელოვანი გზავნილია საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც და კიდევ ერთხელ მოწმობს იმ პოლიტიკურ სიმწიფეს, რასაც ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, ამ მოკლე დროში, მიაღწია და ასევე მიუთითებს იმ უმნიშვნელოვანეს როლზე, რაც ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა ამ პროცესში, ადამიანს რომელმაც ძალადობრივი რეჟიმისგან გაათავისუფლა ქვეყანა და პოლიტიკაში გადადგმული ნაბიჯებით და მიღებული გადაწყვეტილებებით საქართველო შეუქცევადი ევროპული ფასეულობების შესაბამისი დემოკრატიული განვითარების გზაზე დააყენა. დარწმუნებული ვარ, ისტორია და ქართველი ხალხი სათანადოდ დააფასებს მის ღვაწლს“, -განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს