ეკა ბესელია - ბიძინა ივანიშვილის გარეშე დარჩენილი „ქართული ოცნება“ აღარაფერია, ამ პარტიაზე შეგვიძლია უკვე, წარსულში ვისაუბროთ

ბიძინა ივანიშვილის გარეშე დარჩენილი „ქართული ოცნება“ აღარაფერია. ჩათვალეთ, რომ ამ პარტიაზე შეგვიძლია უკვე წარსულში ვისაუბროთ, - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

ეკა ბესელიამ პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ივანიშვილი საკუთარ ამომრჩეველს კეთილსინდისიერად არ მოექცა.

„მესმის მისი ეს გადაწყვეტილება, მიუხედავად ამისა, ძალიან კრიტიკულად ვაფასებ მთავარ რამეში, ვფიქრობ, საკუთარ ამომრჩეველს არ მოექცა კეთილსინდისიერად. მას არჩევნების წინ უნდა ეთქვა, რომ არჩევნების შემდეგ აპირებდა წასვლას და მაშინაც ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ გასულიყო თუნდაც ფორმალურად პოლიტიკური პროცესებიდან. დღეს, მისი ამომრჩეველი მოტყუებული დარჩა. იმიტომ, რომ რაც „ქართული ოცნებას“ რეალური ხმები აქვს, ის ხალხს კობახიძის, მათიკაშვილის და ოხანაშვილი გამო არ მიუცია. ხმა ივანიშვილის გამო მისცეს და მათ დღეს, ივანიშვილი აღარ შერჩათ. ივანიშვილმა თქვა, მე წავედი იმ პარტიიდან, ვისაც თქვენ ხმა მიეცით. ეს არის არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება ამომრჩევლის მიმართ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისი თქმით, ივანიშვილმა საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქცია ხელისუფლების სამივე შტო და რაც მთავარია, სასამართლო.

„მისი მთავარი პარტნიორები, თანამებრძოლები და მათ შორის მე, პრაქტიკულად, აიძულა რომ მიეტოვებინა ის, რაც ჩემი ხელითაც იყო შექმნილი. ჩვენს შორის ეს იყო მთავარი წყალგამყოფი, სადაც ვთქვი, რომ ივანიშვილს, როგორც ლიდერს ვერ გავყვებოდი იმ გზაზე, სადაც აშკარად ვხედავდი ფასეულობათა ნგრევას. ამიტომ, რაც მან დატოვა მართვის ძალიან არასწორი სტილი, ადამიანები, რომლებსაც სადავეებთან კი არ მიუშვებ, არამედ საერთოდ ვერაფერს ანდობ და სახიფათო ფსიქოტიპები არიან. მე ხომ მათ ახლოს ვიცნობ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა