ეკა ბესელია - კახა კალაძემ კობახიძე, მორცხვი ბიჭი მოუყვანა და გააცნო ივანიშვილს

ერთხელ ირაკლი კობახიძეს ვუთხარი, ახალგაზრდა კაცი კი ხარ, მაგრამ რაღაცებზე თქმა უნდა ისწავლო-მეთქი, რომ „არ შეიძლება ყველაფერზე თქვა, რომ ამას გავაკეთებ“. იცით, ამაზე რა მიპასუხა?! შეძახილმა ხე გაახმოო და მერე რაღაცები რომ ეწყინება ივანიშვილს, შემდეგ ასეთი კარგი თვალით აღარ შემომხედავსო. ეს არის მისი ფსიქოლოგია, - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

ეკა ბესელიამ გადაცემაში ისაუბრა, თუ როგორ მოხვდა ირაკლი კობახიძე „ქართულ ოცნებაში“ და როგორ გაიცნო ის ბიძინა ივანიშვილმა.

„მე მახსოვს ირაკლი კობახიძის პარტიაში მოყვანა, იმის შემსწრე და მემატიანეც ვარ, როგორ გააცნეს ის ივანიშვილს. ირაკლი კობახიძე კახი კალაძეს გააცნო ლევან იზორიამ, რომელიც მაშინ შს მინისტრის მოადგილე იყო. კობახიძე იქ პროექტებზე მუშაობდა. მაშინ ვეძებდით ახალ კადრებს. მე პარტიულ საქმეებში ნაკლებად ვიყავი ჩართული, პარლამენტში საკმაოდ დიდი დატვირთვა მქონდა, მაგრამ ვესწრებოდი ასეთ ვიწრო შეკრებებს. ივანიშვილთან ვიყავი, მის ოფისში, შუშის სასახლეში იყო შეხვედრა, სადაც 4 თუ 5 ადამიანი ვიყავით და კალაძემ კობახიძე, ასეთი მორცხვი ბიჭი მოუყვანა და გააცნო. ივანიშვილს უთხრა, რომ ეს პერსპექტიული ახალგაზრდა პარტიაში პროექტებზე იმუშავებდა. კობახიძე ძალიან მარტივად დაწინაურდა. ჩემგან და ალბათ, იმ ადამიანებისგან განსხვავებით, ვისაც აქვს პრინციპები, მაგალითად ლექსიკონში ეს სიტყვები მას არ აქვს - „ეს არ შეიძლება, ამის თქმა არ შეიძლება, ამას არ გავაკეთებ“. სხვათა შორის, ერთხელ ვუთხარი, ირაკლი, ახალგაზრდა კაცი კი ხარ, მაგრამ რაღაცებზე თქმა უნდა ისწავლო-მეთქი, რომ „არ შეიძლება ყველაფერზე თქვა, რომ ამას გავაკეთებ“. იცით, ამაზე რა მიპასუხა?! შეძახილმა ხე გაახმოო და მერე რაღაცები რომ ეწყინება ივანიშვილსო, შემდეგ ასეთი კარგი თვალით აღარ შემომხედავსო. ეს არის მისი ფსიქოლოგია. აი, ამასთან გვაქვს ჩვენ საქმე. ამიტომ, ჩემთვის მარტივია ახსნა, რატომ კობახიძე. იმიტომ, რომ ის არასდროს ეტყვის ივანიშვილს „ამას არ გავაკეთებ“, მაგალითად რის გამოც მე და ბიძინამ ძალიან ვიჩხუბეთ, სასამართლოს თემაზე. ამიტომ არის მისთვის კობახიძე იოლი არჩევანი“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა