ბიძინა ივანიშვილი - ახლა რომ გუნდს გაუჭირდეს და შემოვბრუნდე, გაუგებარი იქნება: თუ ისევ უკან მოსვლა მიწევს, რაღაც სწორედ ვერ გავაკეთე და თუ სწორედ ვერ გავაკეთე, უკან რაღატო უნდა გავიქაჩო? - უახლოესი 4-5 წელიწადი "ქართულ ოცნებას" არაფერი მოუვა

„ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი განმარტავს, რატომ არ აპირებს პოლიტიკაში კიდევ ერთხელ მობრუნებას.

როგორც ივანიშვილმა განაცხადა, მან თავისი გამოცდილებით გუნდთან ერთად უკვე ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო და კიდევ ერთხელ რომ დაბრუნდეს, გაუგებარი იქნება.

„მე რაც შემეძლო, ჩემი ჩვევებით, ჩემი გამოცდილებით გუნდთან ერთად, გავაკეთე. სწორედ შემდგარ, სოლიდურ გუნდს, ერთფეროვანს და ერთგვაროვანს, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია, უკვე გამოცდილს და არა ისეთს, რომელიც მე დავტოვე ერთი წლის შემდეგ, რაც კი ჩემგან შეიძლებოდა მიეღო, მიიღო. ახლა რომ გუნდს გაუჭირდეს და მე შემოვბრუნდე, ეს გაუგებარი იქნება. რაც შემეძლო, გავაკეთე და ახლა რაღაზე მივდივარ? თუ ისევ უკან მოსვლა მიწევს, რაღაც სწორედ ვერ გავაკეთე და თუ სწორედ ვერ გავაკეთე, უკან რაღატო უნდა გავიქაჩო? მარტივი თემაა - ე.ი. ვერ გავაკეთე კარგად. ვამბობ, რომ რაც შემეძლო მე ჩავდე. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი გუნდია, მთელმა გუნდმა იმუშავა. რაც შემეძლო, ჩავდე და გავაკეთე, თუ ამან არ იმუშავა, მაშინ რა პრეტენზია უნდა მქონდეს, რომ უკან შემოვბრუნდე. თუ ერთხელ ვერ გავაკეთე, მეორედ რატომ გავაკეთებ“,- განაცხადა ივანიშვილმა „თავისუფალ ხედვასთან“ ინტერვიუში.

ამასთან, კითხვაზე, რა იქნება მისი ბოლო კონსულტაცია „ქართული ოცნებისადმი“, ივანიშვილი ამბობს, რომ თუ მმართველი გუნდის წევრები მოახერხებენ, რომ ერთმანეთთან საქმის გარკვევა არ დაიწყონ, პრობლემა არ ექნებათ. მისივე აზრით, „ქართულ ოცნებას“ 4-5 წლის განმავლობაში „არაფერი მოუვა“.

„ჩემი თხოვნაა, რომ თუ ისინი მოახერხებენ, რომ ერთმანეთში არ დაიწყონ საქმის გარკვევა, თუ მოახერხებენ, რომ კრიტიკულ სიტუაციაში შეიკრიბონ და კამათში საღი აზრი ჩამოაყალიბონ, გარწმუნებთ, რომ „ქართულ ოცნებას“ არანაირი პრობლემა არ ექნება. ერთადერთი ეჭვი ეს მაქვს, თუ ეს ვერ მოახერხეს და ერთმანეთში დაიწყეს საქმის გარკვევა, მაშინ შეიძლება შედეგი გაუარესდეს, თუმცა, თუ ჩემი შეფასება გაინეტერესებთ, უახლოეს 4-5 წელიწადი „ქართულ ოცნებას“ არაფერი მოუვა და აბსოლუტურად ჯანსაღად გააგრძელებს თავის მოღვაწეობას“,- განაცხადა ივანიშვილმა.

ხათუნა ლაგაზიძე - ვინც აირჩიეს, ის წავიდა და ვინც დარჩა, ისინი არ აურჩევიათ, პარლამენტის არალეგიტიმურობას პარლამენტში მარტო ოპოზიციის არარსებობა არ ქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2021
პაატა ცაგარეიშვილი  - საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები იმ შემთხვევაში აღმოჩნდება საფრთხის ქვეშ, თუ სომხეთი ახლო მომავალში შეძლებს გახდეს სატრანზიტო ქვეყანა
სოციალური ბარათის პინ კოდის მოქმედების ვადა 15 აპრილამდე გაგრძელდა
ინექსკრედიტი - ახალი პროდუქტი ინტელიექსპრესისგან, ქართველი ემიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის
ორამინ-F - საკვები დანამატი, რომელიც ორგანიზმს მატებს სასიცოცხლო ენერგიასა და ტონუსს
ტერაბანკი ბიზნესკლიენტების დასახმარებლად
2021 წლის საოცარი დასაწყისი! Samsung Galaxy S21 |S21+ | S21 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო