ლევან დავითაშვილი - როცა ჯერ კიდევ არ არსებობდა საბიუჯეტო სახსრები, ბიძინა ივანიშვილისგან უპრეცედენტოდ დიდი დახმარება მიიღო სახელმწიფომ, ეს იყო, დაახლოებით, 300 მლნ ლარი პირადი ინვესტიცია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არ არსებობდა საბიუჯეტო სახსრები, ბიძინა ივანიშვილისგან უპრეცედენტოდ დიდი დახმარება მიიღო სახელმწიფომ, ეს იყო, დაახლოებით, 300 მლნ ლარი პირადი ინვესტიცია.

მისივე თქმით, 2012 წლიდან, თვისობრივად შეიცვალა დამოკიდებულება და მიდგომა სოფლის მეურნეობის მიმართ.

„მნიშვნელოვანი იყო სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების პრიორიტეტად გამოცხადება, რაც, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, ბიძინა ივანიშვილის დაპირება გახლდათ. დაპირება რეალობად იქცა იმ ქმედითი ნაბიჯებით, რომელიც 2012 წელსვე, მყისიერად დაიწყო. მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არ არსებობდა საბიუჯეტო სახსრები, ბიძინა ივანიშვილისგან უპრეცედენტოდ დიდი დახმარება მიიღო სახელმწიფომ, ეს იყო, დაახლოებით, 300 მლნ ლარი პირადი ინვესტიცია.

2012 წელს, ძლიერმა სეტყვამ კახეთში ძირითადი სავარგულები გაანადგურა. ადამიანებმა მიიღეს კომპენსაცია, რის საფუძველზეც ფერმერებს წარმოების საშუალება მიეცათ. დაიწყო ხვნა-თესვის პროგრამა. პრაქტიკულად ყამირი, დაუმუშავებელი ნიადაგები დამუშავდა, ეს იყო მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამა. ადამიანებს, რომლებსაც ხელი ჰქონდათ ჩაქნეული, იმედი გაუჩნდათ; მრავალი ადამიანი დაუბრუნდა სოფლის მეურნეობას და ეს იყო პირველი წარმატება”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილის განცხადებას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა