პაატა იმნაძე - ქვეყანას ამ წუთში „ფაიზერის“ ვაქცინის 200 ათასი დოზის მიღების შესაძლებლობა გააჩნია

ქვეყანას ამ წუთში გააჩნია „ფაიზერის“ ვაქცინის 200 ათასი დოზის მიღების შესაძლებლობა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. იმნაძემ თენგიზ ცერცვაძის იმ განცხადების შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა, რომლის მიხედვითაც, მინუს 80-გრადუსიანი მაცივრების პრობლემის გამო, საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის მილიონიანი დოზის შეძენა არ შეუძლია.

როგორც პაატა იმნაძე აცხადებს, ვაქცინის შეძენა „კოვაქს“ პლატფორმის გარდა, შესაძლებელია მწარმოებლებთან პირდაპირი მოლაპარაკების გზითაც.

„ ქვეყანას ამ წუთში გააჩნია „ფაიზერის“ ვაქცინის 200 ათასი დოზის მიღების შესაძლებლობა. ქვეყანა იყიდის „კოვაქსის“ პლატფორმიდან, წინასწარი შენატანი გადახდილია.

ქვეყანა ასევე მზად არის, თუ ვინმე პირდაპირ მოგვაწვდის ამ ვაცინას, ვიყიდოთ პირდაპირ მწარმოებლისგან. „კოვაქსის“ ალტერნატიული ბაზარი არის პირდაპირი მოლაპარაკებები მწარმოებლებთან. სამწუხაროდ, ჯერჯერობით შეუძლებელია პირდაპირ ამ ვაქცინების მიღება“,-აცხადებს იმნაძე.

თენგიზ ცერცვაძის განცხადებასთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემაც. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულებისას განაცხადა, ვაქცინაცია რთული პროცესია, თუმცა მიმდინარეობს გეგმაზომიერი მუშაობა იმისთვის, რომ ვაქცინის ხელმისაწვდომობაზე გართულებები არ იყოს.

„ნებისმიერ შემთხვევაში, იქნება ეს „ფაიზერის“ ვაქცინა თუ რომელიმე სხვა ვაქცინა, ყველა ვაქცინაციას ესაჭიროება თავისი ეტაპობრიობა და ასევე, გარკვეული პორციული შემოტანა ქვეყანაში. ამას აკეთებს არა მხოლოდ საქართველო, არამედ სხვა ქვეყნებიც, ვინაიდან ვაქცინაციის პროცესი არის საკმაოდ რთული და მხოლოდ ცივი ჯაჭვის არსებობა არ განაპირობებს, თუ რა მოცულობის ვაქცინების შემოტანა იქნება შესაძლებელი საქართველოში.

ჩვენ გეგმაზომიერად ვმუშაობთ და აქედან გამომდინარე, როგორც სხვა კომპონენტებში არ გვქონია არანაირი გართულება, ამ კომპონენტშიც ჩვენს მოსახლეობას ექნება სრული ხელმისაწვდომობა ყველა იმ რაოდენობაზე, რა მოცულობის შესყიდვის საშუალებაც იქნება მსოფლიო ბაზარზე. შეფერხება საქართველოში არსებული ან არარსებული პირობების გამო მოსახლეობას არ ექნება,“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მილიონი დოზა Pfizer-ის ვაქცინის შესანახად საქართველოს ლოჯისტიკური ბაზა არ ეყოფა, რადგან ამ რაოდენობის მინუს 80-გრადუსიანი მაცივრები არ გვაქვს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ