მარკეტა გრეგოროვა - გასაკვირია, რომ ივანიშვილი სხვა პარტიებსა და შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას ასე აკრიტიკებს - ის ამ პოლიტიკური გარემოს საკვანძო ფიგურაა

ივანიშვილი იმ პოლიტიკური გარემოს საკვანძო ფიგურაა, რომელსაც აკრიტიკებს, შესაბამისად, მას თავისი მმართველობის უფრო დაბალანსებული შეფასების გაკეთება შეეძლო, - ამის შესახებ ევრონესტის ვიცე-თავმჯდომარემ და საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრმა, ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

ევროპარლამენტარის თქმით, ძნელია იმის თქმა, თუ რამდენად შეძლებს ბიძინა ივანიშვილი პარტიიდან რეალურად წასვლას.

„ბატონი ივანიშვილის სამომავლო გეგმების შეფასება რთულია. წლების განმავლობაში პარტიაში მისი პოზიციიდან გამომდინარე, ძნელია იმის თქმა, სინამდვილეში რამდენად შეძლებს წასვლას და როგორ გააგრძელებს პარტია მის გარეშე არსებობას. რა თქმა უნდა, თუ ის პარტიის უკანა პლანზე დარჩება, ეს დიდ განსხვავებას არ მოგვცემს“, - განაცხადა გრეგოროვამ.

ამას გარდა, გრეგოროვა დასძენს, რომ ღია წერილში სხვა პარტიების კრიტიკა ივანიშვილის მხრიდან გასაკვირია. ჩეხი ევროპარლამენტარი ასევე იმედოვნებს, რომ პარტიული ცვლილება „ქართული ოცნების“ ამბიციებს ევროკავშირის მიმართ არ შეცვლის.

„საკმაოდ გასაკვირია, რომ ის თავის ღია წერილში სხვა პარტიებსა და შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას ასე აკრიტიკებს. ის იმ პოლიტიკური გარემოს საკვანძო ფიგურაა, რომელსაც აკრიტიკებს, შესაბამისად, მას თავისი მმართველობის უფრო დაბალანსებული შეფასების გაკეთება შეეძლო. ამის მიუხედავად, ვიმედოვნებ, რომ ეს ცვლილება „ქართული ოცნების“ მიერ გაჟღერებულ ამბიციას, მომდევნო წლებში ევროკავშირთან უფრო მეტად დაახლოების შესახებ, ხელს არ შეუშლის - მე ამის დიდი სურვილი მაქვს“, - განაცხადა გრეგოროვამ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია