ზურაბ ჭიაბერაშვილი - საინფორმაციო კამპანია საერთოდ არ წარმოებს იმ პირობებში, როდესაც „ანტივაქსერების" რაოდენობა ძალიან დიდია ქვეყანაში

საბოლოო ჯამში უფრო მასობრივად ჩვენთან, თუ 6 თვიან და 1 წლიან პერსპექტივაზე ვისაუბრებთ, ყველაზე მეტი იქნება „ასტრაზენეკას" ვაქცინა, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" განაცხადა.

მისივე თქმით, ვაქცინაციის პროცესში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საინფორმაციო კამპანიას, რომელიც საქართველოში საერთოდ არ წარმოებს.

„დასავლელი ჩვენი პარტნიორების ჰუმანიტარულ პრინციპებს ეყრდნობა ის, რომ ჩვენ „ფაიზერის" ვაქცინას მივიღებთ, თუმცა კითხვები რჩება. თავის დროზე ჩვენ მოვისმინეთ განცხადება, რომ საქართველოში საკმარისი რაოდენობის საწოლი, სასუნთქი აპარატი და ყველაფერია და და დარწმუნებული ვარ შემოდგომაზე ყველამ სულ სახვა სურათი იხილა, ამიტომ თუ ჩვენ დეტალები არ ვიცით, ერთი განცხადება საკმარისი არ არის. რა ინვესტიცია იდება იმისათვის, რომ თუ „ფაიზერი" საკმარისი რაოდენობით შემოდის ის ჯაჭვი მთლიანად აეწყოს მთელ ქვეყანაში?! - არ გვაქვს ინფორმაცია. ბრიტანეთმაც კი შეუკვეთა "ფაიზერიც" და "მოდერნაც" შედარებით ცოტა რაოდენობით და ძალიან დიდი რაოდენობით შეუკვეთა "ასტრაზენეკა", რაც პირდაპირ კავშირშია "ფაიზერისა" და "მოდერნას" წარმოების სიჩქარესთან, რომელიც გაცილებით უფრო დაბალია, ვიდრე "ასტრაზენეკას" წარმოების სიჩქარე. ჩემი ვარაუდია, რომ ტრადიციულ მეთოდზე დაფუძნებული ვაქცინები, როგორიც არის "ასტრაზენეკა" და მალე გამოჩნდება კიდევ რამდენიმე, გაცილებით უფრო დიდი რაოდენობით იქნება „კოვაქსის პლატფორმაზე" ვიდრე "ფაიზერი" და "მოდერნა", შესაბამისად, საბოლოო ჯამში უფრო მასობრივად ჩვენთან, თუ 6 - თვიან და 1 - წლიან პერსპექტივაზე ვისაუბრებთ, ყველაზე მეტი იქნება „ასტრაზენეკას" ვაქცინა. ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენ მივიღოთ კონკრეტული ინფორმაციები ხელისუფლებიდან. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ამ პროცესში არის საინფორმაციო კამპანია, რომელიც საერთოდ არ წარმოებს იმ პირობებში როდესაც "ანტივაქსერების" რაოდენობა ძალიან დიდია ქვეყანაში, ზოგადად ვაქცინების მიმართ სკეპსისი ძალიან დიდია და მთავრობა არაფერს არ აკეთებს იმისათვის, რომ აწარმოოს შესაბამისი საგანმანათლებლო კამპანია", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა