გიგი უგულავა - კობახიძის თავმჯდომარედ დატოვება ნიშნავს, რომ ივანიშვილი აპირებს ბერკეტების შენარჩუნებას

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის დატოვება იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილი აპირებს ბერკეტების შენარჩუნებას.

როგორც უგულავამ აღნიშნა, სურვილი, აკონტროლებდე ოპოზიციასაც და ხელისუფლებასაც, არის ავტორიტარული და დიქტატორული რეჟიმების სურვილი, ხოლო ეს სურვილი ივანიშვილმა ღიად გამოთქვა.

„ის, რომ კობახიძე დატოვა პარტიის თავმჯდომარედ, ნიშნავს, რომ ის არსად არ წასულა, იმიტომ, რომ ყველაზე მეტი უვარგისი და ყველაზე მეტად მონა დატოვა თავის შემცვლელად, რაც ნიშნავს იმას, რომ ის აპირებს ბერკეტების შენარჩუნებას. ზოგადად სურვილი, რომ აკონტროლებდე ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც, ეს არის ავტორიტარული და დიქტატორული რეჟიმების სურვილი და მან ეს ღიად გამოთქვა, მაგრამ ერთია სურვილი, მეორეა რეალობა, რვა წელიწადი ის ამ სურვილს ახმოვანებდა, სურდა შეექმნა ხელოვნური ოპოზიცია, ხელისუფლება როცა იწყებს კონსტრუქციულ ოპოზიციაზე საუბარს ის ხელისუფლება საზოგადოებამ პანჩურით უნდა გააგდოს, ივანიშვილი არის ქართველი ერისთვის ბოროტი ძიძა, რომელმაც მხოლოდ და მხოლოდ უბედურებები და ჭრილობები მოუტანა“, - განაცხადა უგულავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა