სოფიკო შამანიდი - გურიაში, სადაც არასდროს ყოფილა კონფლიქტი რელიგიურ ნიადაგზე, ხელისუფლების არაკომპეტენტური და მავნებლური პოლიტიკის გამო მოსახლეობა ერთმანეთს დაუპირისპირდა

გურიაში, სადაც არასდროს ყოფილა კონფლიქტი რელიგიურ ნიადაგზე, ხელისუფლების არაკომპეტენტური და მავნებლური პოლიტიკის გამო მოსახლეობა ერთმანეთს დაუპირისპირდა, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოფიკო შამანიდმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ უმოქმედობა ახალისებს აგრესიას, დაპირისპირებას და ქმნის მომავალში მსგავსი ფაქტების განმეორების შესაძლებლობას.

„ჩოხატაურის სოფელ ბუკნარში, სადაც რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტი მოხდა, პირდაპირ მიგვითითებს „ქართული ოცნების“ მართვის მახინჯ მხარეებზე და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს არსებობის საჭიროებას ეჭვქვეშ აყენებს.

ტრადიციულად, ოცნების ფუნქციონერები და მისი მთავარი მმართველი რგოლი სუს-ი არჩევნების წინ ადგილობრივ მოსახლეობას მეჩეთის მშენებლობაში ხელის შეწყობას ჰპირდებოდა, არჩევნების შემდგომ კი საერთოდ უყურადღებოდ მიატოვა მოსახლეობა.

გურიაში, სადაც არასდროს ყოფილა კონფლიქტი რელიგიურ ნიადაგზე, ხელისუფლების არაკომპეტენტური, უგუნური და მავნებლური პოლიტიკის გამო მოსახლეობა ერთმანეთს დაუპირისპირდა.

ჩვენ ვგმობთ ყველანაირ ძალადობას, მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ მთავრობას, დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია, დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის უფლება, განურჩევლად ეთნოსისა თუ მრწამსისა, მისცეს ადამიანებს შესაძლებლობა, აღასრულონ კონსტიტუციით მინიჭებული უფლებები.

„ქართული ოცნების“ უმოქმედობა ახალისებს აგრესიას, დაპირისპირებას და ქმნის მომავალში მსგავსი ფაქტების განმეორების შესაძლებლობას“,- აცხადებს შამანიდი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა