ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის განცხადებით, შაქარაშვილის საქმეზე ჩვენება არ შეუცვლია

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ე.წ. ოქროს მოწმის, დაზარალებულის სტატუსის მქონე იაკობ ბრეგვაძის განცხადებით, მას ჩვენება არ შეუცვლია. აღნიშნულის შესახებ ბრეგვაძემ ჟურნალისტებს სასამართლოში განუცხადა, სადაც ის მოწმის სახით უნდა დაიკითხოს.

„არ შემიცვლია არაფერი, არ ვცვლი არაფერს. რაც რეალურად ვიცი, იმას ვამბობ“, - განაცხადა ბრეგვაძემ.

კითხვაზე, დაასახელა თუ არა მან კონკრეტული პირები, რომლებიც ბრალდებულები არიან, უპასუხა, რომ „არა, ვისაც არ იცნობს, იმას როგორ დაასახელებს“.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 5 პირს ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 5 სრულწლოვნის სასამართლო პროცესი დღეს, ე.წ. ოქროს მოწმის, დაზარალებულის სტატუსის მქონე ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის დაკითხვით განახლდება.

აღნიშნულ საქმეზე იაკობ ბრეგვაძის დაკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში გასულ სხდომაზე დაიწყო, თუმცა, ადვოკატების მოთხოვნით, პროცესი გადაიდო.

როგორც უფლებადამცველები აცხადებენ, იაკობ ბრეგვაძემ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებებიდან სასამართლოში რადიკალურად განსხვავებული ჩვენება მისცა. არსებული ინფორმაციით, დახურულ სხდომაზე იაკობ ბრეგვაძემ ბრალდებულების მამხილებელი ჩვენება მისცა და ისაუბრა იმ გარემოებებზე, რაზეც აქამდე არცერთ ჩვენებაში უსაუბრია.

იხილთ ვიდეო: ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის განცხადებით, შაქარაშვილის საქმეზე ჩვენება არ შეუცვლია

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა