არჩილ თალაკვაძე - ქართული დროშის ქვეშ იბრძოდნენ თაობები თავისუფლებისთვის და ეს ბრძოლა ახლაც გრძელდება - მწამს, რომ ამ შრომის შედეგად, ქართული დროშა ამაყად იფრიალებს ევროპულ სახელმწიფოთა დროშებს შორის

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ საქართველოს მოსახლეობას სახელმწიფო დროშის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ის ქართული სახელმწიფოს ეროვნული თვითმყოფადობის მთავარი სიმბოლოა.

არჩილ თალაკვაძე დარწმუნებულია, რომ საქართველო დასავლური ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გახდება და ქართული დროშა ამაყად იფრიალებს ევროპულ სახელმწიფოთა დროშებს შორის.

„14 იანვარი სახელმწიფო დროშის დღეა. დროშა ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული თვითმყოფადობის მთავარი სიმბოლოა და მის ქვეშ ყველა ერთად ვშრომობთ ჩვენი სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის. ის აერთიანებს ყველას, ვისთვისაც საქართველო, მისი წარსული, აწმყო და მომავალი მნიშვნელოვანი და ძვირფასია.

ქართული დროშის ქვეშ იბრძოდნენ თაობები ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის. ეს ბრძოლა ახლაც გრძელდება. ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ვახორციელებთ ფუნდამენტურ რეფორმებს და წინ მივიწევთ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. მწამს, რომ ამ შრომის შედეგად, ჩვენ გავხდებით დასავლური ოჯახის სრულუფლებიანი წევრი და ქართული დროშა ამაყად იფრიალებს ევროპულ სახელმწიფოთა დროშებს შორის.

გილოცავთ ყველას, ვინც სიამაყით ატარებთ და ასახელებთ ქართულ დროშას - განსაკუთრებით, ჯარისკაცებს, პოლიციელებს, სპორტსმენებს, ყველას, ვინც ზუსტად იცით, რომ სამშობლოზე ძვირფასი ამქვეყნად არაფერია“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა