ანონსი  15 იანვარი

15 იანვარს, 11:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის: ინგოროყვას 7

15 იანვარს, 12.00 საათზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე გამართავს ბრიფინგს 2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრის სასწავლო ფორმატისა და დისტანციური სწავლების ხელშეწყობისათვის დაგეგმილი სიახლეების შესახებ.

მის: დიმიტრი უზნაძის 52 (საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო)

15 იანვარს, 12:00 საათზე "ლელოს" ერთ ერთი ლიდერი მედეა მეტრეველი გამართავს ბრიფინგს გელათის პრობლემისა და დღეს 15 იანვარს ჩანიშნულ ერთპარტიული პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის გასვლითი სხდომის შესახებ ქუთაისში, გელათის სამონასტრო კომპლექსის თემაზე.

მისამართი: სადგურის მოედანი 2

საკონტაქტო: 577624445

15 იანვარს, 12:00 საათზე, „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის" დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი „მედიაცენტრ მთავარში" პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: გაურკვევლობა ტურიზმის სექტორში, ტურიზმის გახსნა საერთოდ არც განიხილება - რას ითხოვს სექტორი.

მის: გალის ქუჩა #1.

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

15 იანვარს, 15:00 საათზე, გენერალურ პროკურატურაში ადვოკატი მიხეილ რამიშვილის თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, საჩივარს შეიტანს.

15 იანვარს, 15:00 საათზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, covid-19-ის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისო საკოორდინაციო კომისიის შეხვედრა გაიმართება.

მის: აკ. წერეთლის 144. მეოთხე სართული. შესასვლელი სამინისტროს უკანა მხრიდან (-2 სართულიდან )

საკონტაქტო : 599 04 47 12 ნინო

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს