ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძეს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა

ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ჰენ პოლუაასმა არჩილ თალაკვაძეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა.

„ესტონეთის პარლამენტის და პირადად ჩემი სახელით, გულითადად გილოცავთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ ხელახლა არჩევას და გისურვებთ წარმატებებს ამ საპასუხისმგებლო საქმიანობაში. დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო გაღრმავდება საპარლამენტო თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატში და გაგრძელდება მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი“, - აღნიშნულია მისალოც წერილში.

ჰენ პოლუაასმა მისალოც წერილში აგრეთვე აღნიშნა, რომ ესტონეთი გააგრძელებს საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას და გამოცდილების და ცოდნის გაზიარების გზით რეფორმირების პროცესში დახმარებას.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა