თურქეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ორ დღეში ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა

თურქეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ორ დღეში 500 000-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა, -ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ანკარამ ჩინური კომპანია Sinovac-ის მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, CoronaVac-ით, მოსახლეობის ვაქცინაციის პროგრამა გუშინ დაიწყო.

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველ დღეს 285 000-ზე მეტი, საერთო ჯამში კი - 523 338 ადამიანი აიცრა.

”ვაქცინაციის პროგრამების ქვეყნის მასშტაბით განხორციელების კუთხით ჩვენ გამოცდილი ქვეყანა ვართ და ასეთი პროგრამების ორგანიზებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურაც გვაქვს. პანდემიაზე ერთად გავიმარჯვებთ“, - განაცხადა თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჩამ.

თურქეთში, რომლის მოსახლეობა 82 მილიონს შეადგენს, კორონავირუსის 2.3 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ვირუსს 23 000-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია