კახა კალაძე განმარტავს, რატომ შეირჩა „ქართული ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძე და არა გიორგი გახარია

ირაკლი კობახიძის პარტიის თავმჯდომარედ წარდგენა გუნდში მსჯელობის შედეგია - მის თავმჯდომარეობას მივესალმები და დარწმუნებული ვარ, რომ ის ძლიერი პარტიის თავმჯდომარე იქნება, - აღნიშნული განცხადება პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ გააკეთა.

ამ კონტექსტში კალაძემ განმარტა, რომ კობახიძე ძირითად დროს პარტიის მშენებლობაში ატარებდა და პარტიული სტრუქტურების ჩამოყალიბებასა და გაძლიერებაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი.

„კითხვა იმის თაობაზე, თუ რატომ არა პრემიერ-მინისტრი, პირდაპირ ვთქვათ და ვნახოთ არსებული რეალობა - ქვეყანა ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე დგას. ეს არის პანდემია და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც პანდემიის პირობებში კიდევ უფრო გამძაფრდა და მეტი პრობლემები შექმნა. პრემიერ-მინისტრს აქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მართოს მთავრობა და ყველას ჩართულობით ამ დიდ გამოწვევას დაუპირისპირდეს. იგივეა ჩემთან მიმართებაშიც - ვარ ამხელა ქალაქის მერი, სადაც არის ძალიან ბევრი პრობლემა, რომელიც 30-წლის განმავლობაში გროვდებოდა. არის სერიოზული გამოწვევები და რა თქმა უნდა, წელსაც და მომდევნო წლების განმავლობაშიც 24-საათიან რეჟიმში მოგვიწევს მუშაობა, რათა პრობლემები ეტაპობრივად მოგვარდეს. რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს, ის ძირითად დროს პარტიის მშენებლობაში ატარებდა. მის თავმჯდომარეობას მივესალმები. დარწმუნებული ვარ, ის ძლიერი პარტიის თავმჯდომარე იქნება. მას ჩვენ ზურგს ვუმარგებთ. გვყავს ძლიერი პრემირ-მინისტრი, გვყავს ძლიერი პარლამენტის თავმჯდომარე, არის პოლიტსაბჭო. ყველა ეს ადამიანი, ერთიანი გუნდურობით ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს ღირსეულად გავართვათ თავი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გადაცემა "დღის ნიუსრუმის " სრული ვერსია

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა