მამუკა მდინარაძე - ბატონი ბიძინა ხვალინდელ ყრილობას არ დაესწრება - განსაკუთრებული სიურპრიზები არ იქნება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ხვალინდელ ყრილობას ბიძინა ივანიშვილი არ დაესწრება.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, ამის მიზეზი ისაა, რომ ბიძინა ივანიშვილმა უკვე გააკეთა საჯარო განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ.

„ბატონი ბიძინა ხვალინდელ ყრილობას არ დაესწრება იმ ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ მან უკვე გააკეთა საჯარო განცხადება მის მიერ პარტიის დატოვების შესახებ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ის არ დაესწრება“, - განაცხადა მდინარაძემ.

მან ჟურნალისტებთან არ დაასახელა, ვინ შეუერთდება „ქართული ოცნების“ რიგებს, თუმცა აღნიშნა ისიც, რომ „განსაკუთრებული სიურპრიზები არ იქნება“.

„მეც დავიცავ შეთანხმებებს და პრინციპს, რომ წინასწარ არ ვსაუბრობთ. ხვალ გაიგებთ ამის შესახებ ყველანი. განსაკუთრებული სიურპრიზები არ იქნება. წინასწარ გარკვეული ინფორმაციები ხმოვანდება ხოლმე. დასახელებული გვარებიდან შეიძლება ზოგი მართალი იყოს და ზოგი არა. ხვალ ამის შესახებ პირდაპირ ეთერში გაიგებთ“, - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ხვალ „ქართული ოცნება“ ყრილობას გამართავს, სადაც პარტიის თავმჯდომარე და პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა უნდა აირჩიოს. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება. ეს პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც „ქართული ოცნების“ უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პარტია და თანამდებობა დატოვა და მასთან ერთად პოლიტიკიდანაც წავიდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა