მამუკა მდინარაძე - ოპოზიციაში ტრენდად იქცა, რომ თუ არჩევნებზე საუბრის დროს გაყალბება არ ახსენეს, ქვეყნისა და სამშობლოს ღალატად უთვლიან ამას ერთმანეთს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ანსამბლეის დასკვნა ძირითადად ორი ნაწილისგან შედგებოდა - ოპოზიციისთვის მოწოდებისა და ხელისუფლებისა და ცესკო-ს მისამართით გაჟღერებული ბრალდების გამოძიების აუცილებლობისგან და მმართველი პარტია ორივე მათგანს იზიარებს. ამის შესახებ მდინარაძემ პარტიის ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„იქ იყო ორი მთავარი ნაწილი, რაც შეიძლება ასე გამოვყოთ, დეტალებში რომ არ ჩავიდეთ - ერთი იყო მოწოდება ოპოზიციის მიმართ, რომ ისინი შევიდნენ პარლამენტში და მიიღონ მონაწილეობა დემოკრატიულ პროცესებში და, ბუნებრივია, ჩვენც ამას ვამბობთ და მეორე, იყო საუბარი, რომ გამოძიებული უნდა იქნას ის ბრალდებები, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის და ზოგადად, ხელისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული და ხმოვანდება საზოგადოებაში. რა თქმა უნდა, აქაც ვეთანხმებით და უფრო მეტიც, ქმედითად ვეთანხმებით, იმიტომ, რომ საპარლამენტო კომისიაში ვთავაზობთ ოპოზიციის ხელმძღვანელობით და მონაწილეობით, გამოიძიონ ყველა დეტალი. არა ჩვენ, არამედ მათ, თავიანთივე ძალისხმევით, თავიანთივე მონაწილეობით და აქაც, ბუნებრივია, თანხმობა უკვე გახმოვანებულია ჩვენი მხრიდან შეთავაზების სახით ოპოზიციის მიმართ,“- განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, ოპოზიციას იმედი არ აქვს, რომ მათ მიერ ჩატარებული სრულფასოვანი გამოძიების შედეგადაც კი, არჩევნების შედეგებში რაიმე ცდომილება დადასტურდება და ეს არის ოპოზიციური სპექტრის სრული ლუსტრაცია, რომელთაგანაც ნაწილს, მდინარაძის განცხადებით, ინტერესი აქვს, რომ მოლაპარაკება არ შედგეს.

„შემიძლია დარწმუნებით გითხრათ ერთი რამ, მმართველი გუნდის მხრიდან არსებობს უკვე შეთავაზება, რომ 1%-იანი გადახრა, ცდომილება საგამოძიებო კომისიის მიერ შემოწმების შედეგად და სრულფასოვანი გამოძიების შედეგად თუ დადგინდება, ჩვენ ვართ ნებისმიერ პირობაზე წამსვლელები და ვერავის წარმოედგინა ამ ქვეყანაში, თუ ამ პირობაზე რომელიმე პოლიტიკური სუბიექტი უარს იტყოდა. უარს ამბობენ ისინი ერთადერთი მიზეზით - მათ არ აქვთ იმედი, რომ მათივე ჩატარებული სრულფასოვანი გამოძიების მიხედვით, ასეთი ცდომილება დადასტურდება და ეს არის სრული ლუსტრაცია ოპოზიციური სპექტრის, სამწუხაროდ, რომელთაგანაც ნაწილს ინტერესი აქვს, რომ მოლაპარაკება არ შედგეს და ნაწილი გარკვეულწილად არის მათი ერთგვარი ზეგავლენის ქვეშ. ტრენდად იქცა, რომ თუკი არჩევნებზე საუბრის დროს მათ გაყალბება არ ახსენეს, ქვეყნისა და სამშობლოს ღალატად უთვლიან ამას ერთმანეთს. აქედან გამომდინარე, შეთანხმება ხვალ შედგება თუ არა, ამაზე პროგნოზი გამიჭირდება, თუმცა მე მაინც მგონია, ოპტიმისტი ვიქნები, რომ რაციონალურად იფიქრებენ, სახელმწიფოებრივად იაზროვნებენ და მიიღებენ ფაქტობრივი რეალური მოცემულობიდან გამომდინარე გადაწყვეტილებას და ეს ამავდროულად, იქნება სახელმწიფოებრივიც,“- განაცხადა მდინარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა