სერბეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინის 1 მილიონი დოზა ჩაიტანეს

სერბეთი პირველი ევროპული ქვეყანა გახდა, რომელმაც მასობრივი ვაქცინაციის პროგრამისთვის ჩინური კომპანია Sinopharm-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სერბეთში დღეს ჩინური ვაქცინის 1 მილიონი დოზა ჩაიტანეს.

ბელგრადის აეროპორტში, სადაც ვაქცინებით დატვირთული კონტეინერები გადმოტვირთეს, სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი და ჩინეთის ელჩიც მივიდნენ.

„მინდა, პრეზიდენტ სი ძინპინს და ჩინეთის ხელმძღვანელობას მადლობა გადავუხადო ვაქცინის 1 მილიონი დოზის გამოგზავნისთვის,“- განაცხადა პრეზიდენტმა ვუჩიჩმა ჟურნალისტებთან საუბარში.

ცნობისათვის, პანდემიის დაწყების დროიდან სერბეთში კორონავირუსის 369 823 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან დაიღუპა 3 708 და გამოჯანმრთელდა 31 536 ადამიანი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია