ადვოკატი - კასპში ორი პირის მძევლად აყვანის ფაქტზე დაკავებულმა დუმილის უფლება გამოიყენა და დაცვაზე უარი განაცხადა

დაკავებული, რომელმაც კასპში მძევლები აიყვანა, ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მისმა ადვოკატმა ქეთევან გაგოევმა განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ემოციურ მდგომარეობაშია და დაცვაზეც უარს აცხადებს.

„ბრალდება ჯერ არ წარედგინა, დღეს წარედგინება თუ ხვალ, ჯერ არ ვიცით, ზუსტად. რაც შეეხება ბრალის აღიარებას, დუმილის უფლება გამოიყენა და ხელი არაფერზე მოაწერა. დაცვაზე საერთოდ უარი განაცხადა, მაგრამ თუ ოჯახის წევრმა მოიწვია ადვოკატი შეთანხმებით, ამ შემთხვევაში ჩამოვცილდები, წინააღმდეგ შემთხვევაში მე მას სავალდებულო წესით ვიცავ. მას გუშინ საღამოდან გვიან ღამემდე ვესაუბრე, ძალიან აღელვებული იყო და ემოციური მდგომარეობა ჰქონდა“, - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისათვის, მამაკაცმა კასპში მძევლები გუშინ აიყვანა. რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების შედეგად, მან მძევლები გაათავისუფლა, რის შემდეგაც დააკავეს. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, დაკავებული ყოფილი პოლიციელია - პოლიციის რიგები მან 2018 წელს დატოვა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა