მედიის ინფორმაციით, მოსკოვის აეროპორტში, სადაც ალექსეი ნავალნის ელოდებიან რამდენიმე აქტივისტი დააკავეს

მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში, სადაც რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის ელოდებიან, პოლიციაა განლაგებული.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ტერიტორიაზე ლითონის ბარიკადებია აღმართული.

რუსული მედია იუწყება, რომ იქ რამდენიმე აქტივისტი, მათ შორის ნავალნის მთავარი მოკავშირე ლიუბოვ სობოლი არიან დაკავებული.

ამასთან, ნავალნის სპიკერმა კირა იარმიშმა სოციალურ ქსელში "ტვიტერი" გამოაქვეყნა აეროპორტში პოლიციის მანქანების ფოტოები.

ცნობისთვის, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი რუსეთში ბრუნდება. ეს მისი პირველი ვიზიტია სამშობლოში, მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერი ნერვული აგენტით მოწამლეს. ცნობისთვის, ალექსეი ნავალნი ბერლინის კლინიკაში სამკურნალოდ 2020 წლის აგვისტოს, ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ, გადაიყვანეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა