ესპანეთის საგარეო საქმეთა მინიტრი - მალე გავაჟღერებთ „სოლიდარობის გეგმას“, რომ უზრუნველყოფილ იქნას ვაქცინაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა მსოფლიოს მასშტაბით

ესპანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, არანჩა გონზალეს ლაიას განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან შეხვედრაზე მხარეებმა კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მისივე თქმით, შეხვედრაზე ესპანეთის მხრიდან გამოითქვა მზაობა, მხარი დაუჭიროს ვაქცინის ხელმისაწვდომობას საერთაშორისო თანამეგობრობის, განსაკუთრებით კი, პარტნიორი სახელმწიფოებისთვის.

„მე გავაჟღერე ესპანეთის გეგმა, რომ ძალიან მალე დაამტკიცოს ვაქცინებთან დაკავშირებული „სოლიდარობის გეგმა“ იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა მსოფლიოს მასშტაბით. ეს არის ჩვენი, როგორც ესპანეთის ერთგვარი გზავნილი, თუმცა ეს ასევე გახლავთ გზავნილი, რომელიც გვსურს, რომ გაჟღერებულ იქნას ევროკავშირის მიერ სოლიდარობის ნიშნად, რათა ყველა ქვეყანას ჰქონდეს წვდომა ვაქცინაზე. არავინ იქნება დაცული მანამ, სანამ ყველა არ იქნება უსაფრთხოდ”, -განაცხადა არანჩა გონზალეს ლაიამ.

მისი თქმით, შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო პანდემიის კრიზისის ფონზე ეკონომიკის გაჯანსაღების მხრივ ერთობლივი მუშაობის აუცილებლობას. ესპანეთმა გამოთქვა დაინტერესება განავითაროს თანამშრომლობა და სათანადო დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს ტურიზმის, ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის მიმართულებით.

"ეს გახლდათ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იმისათვის, რომ საქართველო-ესპანეთის ორმხრივი ურთიერთობები გადავიყვანოთ ახალ საფეხურზე და განსაკუთრებული ფოკუსირება მოვახდინოთ ტურიზმზე, ინფრასტრუქტურაზე, ენერგეტიკასა და მცირე და საშუალო ზომის ბიზნესზე, იმ სფეროებზე, სადაც შეგვიძლია ერთობლივად მუშაობა”, -განაცხადა ესპანეთის ესპანეთის საგარეო საქმეთა, ევროკავშირის და თანამშრომლობის მინისტრმა არანჩა გონზალეს ლაიამ ქართველ კოლეგასთან დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ.

საქართველოს და ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრის დროს ასევე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, გაეროში მიმდინარე მოვლენები მრავალმხრივი ფორმატების კუთხით, ქალთა უფლებების საკითხები და ბირთვული განიარაღების თემა, რომელზეც ორი ქვეყანა 2021 წელს ერთობლივად მუშაობას გააგრძელებს.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა