დავით ზალკალიანი ესპანელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ესპანელ კოლეგას შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ესპანეთის სამეფოში სამუშაო ვიზიტი ესპანელ კოლეგასთან - საგარეო, ევროკავშირისა და თანამშრომლობის მინისტრთან, არანჩა გონზალეს ლაიასთან შეხვედრით დაიწყო.

მათივე ცნობით, მინისტრები მიესალმენ საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შოროს ბოლო პერიოდში არსებული თანამშრომლობის მაღალ დინამიკას, რაც მათ შორის გამოიხატა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის ახლანდელი ვიზიტით მადრიდში.

როგორც უწყებაში განმარტავენ, მხარეებმა განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი პარტნიორებისა და ზოგადად საერთაშორისო თანამეგობრობის მჭიდრო კოორდინაციის მნიშვნელობას გლობალური პანდემიით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად და გამოთქვეს მზადყოფნა გააგრძელონ მჭიდრო კოორდინაცია ამ მიმართულებით.

„ხაზი გაესვა COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინის ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა ესპანეთის „სოლიდარობის გეგმის“ შესახებ, რომელიც მხარს დაუჭერს ვაქცინის საერთაშორისო თანამეგობრობისთვის თანაბარ გადანაწილებას. ამ მხრივ კიდევ ერთხელ აღინიშნა ევროკავშირის მიდგომას ვაქცინის პარტნიორი სახელმწიფოებისთვის გადანაწილების თაობაზე.

ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას მინისტრები მიესალმნენ საქართველოსა და ესპანეთს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებს. კიდევ ერთხელ აღინიშნა ესპანეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. მინისტრმა კოლეგას გააცნო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის მომზადების თაობაზე, ასევე საქართველოს მიზნები ევროკავშირთან ფიზიკური ინტეგრაციის, დაკავშირებულობის ინიციატივის და ევროპის ერთიან ბაზარში ინტეგრაციის მიმართულებით. საუბარი შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტს და საქართველოს ხედვებს სამიტის შედეგებთან დაკავშირებით. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავების აუცილებლობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელობას იძენს გლობალური პანდემიის ფონზე ეკონომიკის სტიმულირების თვალსაზრისით. დავით ზალკალიანმა კოლეგა ვიზიტით საქართველოში მიიწვია",-აცხადებენ უწყებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა