ალეკო ელისაშვილი - გაუგებარია, რატომ გადაიფიქრა გიორგი ვაშაძემ შეხვედრა ორ დღეში, იაგო ხვიჩიას აქვს ვერსია, რომ შეიძლება, შანტაჟს აქვს ადგილი და ძველი ხელისუფლების წარმომადგენელებს კომპრომატები აქვთ მის წინააღმდეგ

გაუგებარია, რატომ გადაიფიქრა გიორგი ვაშაძემ შეხვედრა ორ დღეში, იაგო ხვიჩიას აქვს ვერსია, რომ შეიძლება, შანტაჟს აქვს ადგილი და ძველი ხელისუფლების წარმომადგენლებს კომპრომატები აქვთ მის წინააღმდეგ,- ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რითაც სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის დღევანდელ განცხადებებს გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, ვაშაძე მათთან შეხვედრის პერსპექტივით კმაყოფილი იყო და პოზიცია მოულოდნელად შეიცვალა.

ელისაშვილის განცხადებით, ისინი მზად არიან ნებისმიერ ფორმატში შეხვდნენ ვაშაძეს, ერთადერთი წინაპირობა კი ის არის, რომ შეხვედრა ჩართული კამერების წინაშე წარიმართოს.

„ჩვენ ოპოზიციურ პარტიებს ვთავაზობთ შეხვდრას და დალაპარაკებას იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგი იყოს ერთგვარი პლებისციტი 2022 წელს არჩევნების ჩანიშვნის, რაც იქნებოდა გამოსავალი ყველასთვის და რაც განმუხტავდა ვითარებას. ამაზე გვინდა ლაპარაკი რაღაც განსაკუთრებულზე კი არა. შეხვედრა იყო შეთანხმებული, გირჩის ბიჭები შეუთანხმდნენ ვაშაძეს, დღეს ეს შეხვედრა უნდა ყოფილიყო, ვაშაძე ამ შეხვედრის პერსპექტივით ძალიან კმაყოფილი იყო, ორი დღის წინ და ორი დღის თავზე მან მოულოდნელად შეცვალა პოზიცია და თქვა, რომ არა არ უნდა ინდივიდუალური შეხვედრა. კი ბატონო, არ არის პრობლემა, როგორი შეხვედრაც უნდა ისე გვითხრას, როგორც უნდა და სადაც უნდა ისე, როგორი ფორმატიც უნდა, არ გვაქვს ჩვენ პრობლემა მივიდეთ და დაველაპარაკოთ. ოღონდ, ერთადერთი პირობა მაქვს, რომ ეს შეხვედრა მიმდინარეობდეს თავიდან ბოლომდე ჩართული კამერების წინ. ჩვენ არაფერი დასამალი ხალხისგან არ გვაქვს და რადგან ხალხის ბედზე ვლაპარაკობთ, ჩავრთოთ ეს კამერები და ხალხს გავაგებინოთ, რადგან პირადად რაიმე კი არ მაქვს გასარჩევი გიორგი ვაშაძესთან, ან ხაზარაძესთან ან სხვასთან ოპოზიციაში, ხალხის ბედზე ვლაპარაკობთ, ამ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანაზე, ვის რა აქვს დასამალი. აუხსნელია, გაუგებარია, რატომ გადაიფიქრა გიორგი ვაშაძემ ორ დღეში, იაგო ხვიჩიას აქვს ვერსია, რომ შეიძლება შანტაჟს აქვს ადგილი და ძველი ხელისუფლების წარმომადგენლებს რაღაცა კომპრომატები აქვთ, ყოფილი თანაგუნდელი ვაშაძის წინააღმდეგ, არ ვიცი შეიძლება ასეა, შეიძლება ასე არაა, თავს ვერ დავდებ ამაზე, მაგრამ ფაქტი არის, რომ ძალიან უხერხულად და მოულოდნელად შეიცვალა გიორგი ვაშაძემ პოზიცია

ჩვენ მზად ვართ პარტიებს ინდივიდუალურადაც შევხვდეთ, ერთობლივადაც, ჩვენ მიგვაჩნია, რომ იდეალური წინადადებაა, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგი იყოს პლებისციტის რანგის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის ძალიან კარგი წინადადება და ამ წინადადებით უნდა ვებრძოდეთ ახლა „ქართულ ოცნებას“ რომ ეს გამოვგლიჯოთ, ამის ნაცვლად ვხედავთ, რომ თვითონ ოპოზიცია ვერ ხვდება ან არ ხვდება რამდენად ძლიერი წინადადება არის ეს“,- განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისათვის, „სტრატეგია აღმაშენებელი“ „გირჩსა“ და „მოქალაქეებთან“ ინდივიდუალურ შეხვედრაზე უარს ამბობს. მანამდე “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერებთან შეხვედრას გეგმავს. მისი განცხადებით, 90%-ით დარწმუნებულია, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი „გირჩის“ წინადადებას მიიღებს. მისი თქმით, მათი შეთავაზება მდგომარეობს იმაში, თვითმმართველობის არჩევნები ოპოზიციამ გამოიყენოს ტესტად, როგორც პლებისციტის ანალოგ ღონისძიებად იმისათვის, რათა განვსაზღვროთ, როგორია ქვეყანაში პოლიტიკურ ძალთა ბალანსი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა